პანკრეასის დისტალური ნაწილის სიმსივნის ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- ,,ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი წარმატებული კლინიკური ოპერაცია;
- პანკრეასის დისტალური ნაწილის სიმსივნის ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით.
52 წლის მამაკაცს მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევების შედეგად, დაუდგინდა პანკრეასის დისტალური ნაწილის სიმსივნე.
პანკრეასის სიმსივნე კლინიკურად მხოლოდ შორს წასულ და გართულებულ შემთხვევებში ვლინდება და ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
არსებობს ოპერაციული მკურნალობის ორი მეთოდი:
- ღია მეთოდი – რომელიც ბევრად ტრავმულია ორგანიზმისთვის. ახასიათებს პოსტოპერაციული გართულებების რისკი და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი;
- ლაპარასკოპიული მეთოდი – რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ითვლება მთელი რიგი უპირატესობების გამო და ღია მეთოდთან შედარებით, ნაკლებტრავმულია.
პაციენტმა მიმართა რამდენიმე კლინიკას, სადაც მას შესთავაზეს ღია წესით ოპერაციული ჩარევა. ამის შემდეგ მან მოგვმართა ჩვენ. ,,ახალ სიცოცხლეში“ მას შევთავაზეთ მცირე ინვაზიური მეთოდით ლაპარასკოპიული მიდგომა ელენთის შენარჩუნებით, ვინაიდან სიმსივნე იყო ლოკალური და არ ვრცელდებოდა მიმდებარე ორგანოებზე. პაციენტისთვის მისაღები აღმოჩნდა აღნიშნული შეთავაზება და ჩაუტარდა ოპერაცია.
ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია საკმაოდ რთული მანიპულაციაა და მოითხოვს მაღალ ქირურგიულ ტექნიკასა და პროფესიონალიზმს.
აღნიშნულ მეთოდს უამრავი უპირატესობა აქვს, კერძოდ:
- ნაკლებტრავმულია;
- ნაკლებია პოსტოპერაციული გართულებების რისკი;
- მიმდინარეობს ლოკალურად და არ ზიანდება ირგვლივ მდებარე ორგანოები;
- ნაკერები არის მცირე ზომის და მარტივად ხორცდება;
- არ ახასიათებს ოპერაციის შემდგომი თიაქარი;
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი ხანმოკლე და მსუბუქია.
ახალი სიცოცხლის ექიმების პროფესიონალიზმისა და სწორად შერჩეული მკურნალობის მეთოდების წყალობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე საათში პაციენტი მოიხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, იყო კონტაქტური და აქტიური. მეორე დღეს ექიმებმა ამოუღეს ზონდი, კათეტერი და მუცლის ღრუში ჩადგმული დრენაჟი. პაციენტი ადგა ფეხზე, დაიწყო საკვების მიღება, დღეს კი თავს მხნედ და კარგად გრძნობს.
გისურვებთ ჯანმრთელობას