
სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
წყლული არის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რომელიც აღწევს სუბმუკოზურ შრემდე და მისი დიამეტრი 5 მმ-ზე მეტია. წყლულები შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ფორმის.
რა იწვევს წყლულოვანი დაავადების განვითარებას?წყლული ვითარდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დამცავ მექანიზმებსა და დამაზიანებელ ფაქტორებს შორის დისბალანსის დროს.
დაზიანების გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:
- კუჭის მჟავა
- პეპსინი
- Helicobacter pylori
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები
- ალკოჰოლი
- თამბაქოს მოხმარება
- არასწორი კვების რეჟიმი და რაციონი
კუჭისადათორმეტგოჯანაწლავისწყლულოვანიდაავადებისსიმპტომები
წყლულისთვის დამახასიათებელია:
- ტკივილი ეპიგასტრიუმში: კუჭის წყლულის დროს საკვების მიღებიდან 20-30 წუთში, თორმეტგოჯა ნაწლავის შემთხვევაში – უზმოზე (ე.წ. მშიერი ტკივილი)
- გულძმარვა
- შებერილობა
- დისპეპსია
არსებობს ე.წ. „მუნჯი“ წყლულებიც, როდესაც სიმპტომები არ გამოვლინდება.
საგანგაშო ნიშნებია სისხლიანი ღებინება ან შავი ფერის განავალი — ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება.
წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკა კლინიკა „ახალი სიცოცხლეში“
კლინიკა აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით.
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია – დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი
- Olympus Evis X1 CV 1500 – ბოლო თაობის ციფრული აპარატი ხელოვნური ინტელექტით, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით
- შესაძლებელია კვლევა ხანმოკლე ვენური ანესთეზიით
- ტარდება Helicobacter pylori-ს სუნთქვითი ტესტი, სეროლოგიური კვლევები, ანტიგენის განსაზღვრა ფეკალურ მასაში
- საჭიროების შემთხვევაში ტარდება გასტრინისგანსაზღვრა (მრავლობითი წყლულების დროს)
მკურნალობა ინიშნება ინდივიდუალურად, გამომწვევი მიზეზისა და პათოგენეზის გათვალისწინებით.
დაგვირეკეთ