ლურჯი მარტი

ლურჯი მარტი

მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

მარტის დადგომასთან ერთად, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება კიდევ ერთ მოვლენას აღნიშნავს, ეს გახლავთ „ლურჯი მარტი“ – კოლორექტალური (მსხვილი ან/და სწორი ნაწლავი) კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე.

ამასთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდასაჭერად, მოსახლეობა ლურჯი ფერით იმოსება, რითაც კიდევ ერთხელ გვახსენებენ სკრინინგის მნიშვნელობას.

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“, როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მაცხოვრებლებს, 50–70 წლის ასაკის ქალებსა და მამაკაცებს სთავაზობს მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს სრულიად უფასოდ!

 

სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედებიდან და ახასიათებს მეზობელ ორგანოებში ჩაზრდა-მეტასტაზირება (გავრცელება). მის კლინიკურ სიმპტომატიკას განსაზღვრავს სიმსივნის ზრდის ფორმა, გავრცელების ხარისხი და ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან ურთიერთობა. შესაბამისად, ადრეული ფორმის სიმსივნეები, ძირითად შემთხვევებში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

კოლორექტალური კიბოს რისკ-ფაქტორებია:

  • მსხვილი ნაწლავის პოლიპების ან/და კიბოს ოჯახური ისტორია;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება (კრონი ან წყლულოვანი კოლიტი);
  • მემკვიდრეობითი დაავადება (ლინჩის სინდრომი);
  • დიაბეტი ტიპი 2;
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • მწეველობა;
  • ფიზიკური უმოქმედობა;
  • კვების რაციონში ალკოჰოლისა და წითელი ხორცის ჭარბი ოდენობა.

 

მოგვიანებით ეტაპზე, დეფეკაციისას თავს იჩენს ისეთი ცვლილებები, როგორიცაა:

  • ფაღარათი;
  • ყაბზობა;
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
  • სისხლიანი განავალი;
  • მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში;
  • მეტეორიზმი;
  • ნაწლავების ბოლომდე ვერ დაცლის შეგრძნება;
  • სისუსტე ან დაღლილობა;
  • წონაში უმიზეზოდ კლება.

მკურნალობის შემუშავების მიზანი, სწორი ნაწლავის კიბოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა, რომლის მისაღწევად უნდა განისაზღვროს დიაგნოსტიკური ალგორითმი, რომელიც მიმართული იქნება სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის როგორც მკურნალობის, ისე ადგილობრივი, რეგიონული და შორეული გავრცელების თავიდან ასარიდებლად.
გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ, რომ სიპტომები არ არის დამახასიათებელი კიბოს ადრეული ეტაპისთვის, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა კი, განსაკუთრებით ეფექტურია მისი დროული აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი კოლორექტალური კიბოს სკრინინგი გახლავთ.

ეს არის პროფილაქტიკური გამოკვლევები, 50 დან 70 წლამდე   მოსახლეობის , რათა დროულად განხორციელდეს კიბოსწინარე დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.

სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა შესაძლოა, იყოს: ქირურგიული, სხივური, მედიკამენტური ან კომბინირებული. მკურნალობის მეთოდი შეირჩევა, სიმსივნის ჰისტოლოგიური შენების და დაავადების სტადიის მიხედვით.

ქირურუგიის ეროვნული ცენტრის Tumor Board

ზოგადი ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, სიმსივნის მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება ონკოკონსიულიუმის მიერ, სადაც პაციენტის მდგომარეობის შეფასებასა და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრაში ერთობლივად მონაწილეობენ:

რადიაციული ონკოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, კლინიკური ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი, ონკოქირურგი, ჰიტოპათოლოგი, რადიოლოგი, თორაკოქირურგი, ნეიროქირურგი, ჰემატოლოგი და ყველა სხვა,  ვიწრო დარგის სპეციალისტი, საჭიროების მიხედვით.

ასეთი კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება კი, ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!