
ძუძუს დიაგნოსტიკური კვლევები
- მამოლოგის კონსულტაცია;
- მამოგრაფია;
- სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტირება.
მამოლოგის კონსულტაცია
- პაციენტის ობიექტური კლინიკური სტატუსის შედგენა ვერბალური კომუნიკაციის, მანუალური გასინჯვის და ინდივიდუალურად შერჩეული კვლევების საფუძველზე.
- დიაგნოსტირება და მკურნალობა როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული მეთოდებით.
მამოგრაფია
- კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფით;
- კვლევა წარმოებს ულტრატანამედროვე, საქართველოში ექსკლუზიური ფუნქციის მქონე აპარატზე - Planmed Clarity 3D;
- ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა;
- ვიზუალიზდება ისეთი შემთხვევები, რომლებიც არ ჩანს სტანდარტული მამოგრაფიული კვლევის რეჟიმში;
- ხერხდება სარძევე ჯირკვლის ანატომიური სტრუქტურის სრული კომპოზიციის აღქმა;
- შესაძლებელია 1მმ სისქის ჭრილში, სხვადასხვა გრადუსიანი კუთხით საშუალოდ 50 კადრის გამოსახვა;
- შესაძლებელია 2მმ-მდე წარმონაქმნის აღქმა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიებზე ძუძუს კიბოს გამოვლენას.
- ძუძუს ქსოვილის კომპოზიციური და დიფერენცირებული შეფასება, ულტრამაღალი სიხშირის ბგერებით. ეს არის უსაფრთხო ნებისმიერი ასაკის და მდგომარეობის (ორსულობა) დროს.
- ძუძუს დიფერენცირებული ქსოვილების ციტოლოგიური და ქსოვილოვანი ტიპის ბიოფსიური კვლევა - დამიზნებითი (სტერეოტაქტიკული) ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით: კანის სიმსივნის ბიოფსია, რბილი ქსოვილის სიმსივნის ბიოფსია, გარეგანი ლოკალიზაციის ლ/კვანძის ბიოფსია;
სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტირება
პროფილური (სპეციფიკური) ლაბორატორიული კვლევები:
ონკოსახეობრივი:
- უჯრედული (ციტოლოგია);
- ქსოვილური (ჰისტომორფოლოგია);
- მოლეკულური (იმუნოჰისტოქიმია).
რეპროდუქციული პროფილის: პროლაქტინი, ესტროგენი, პროგესტერონი და სხვა. (არასპეციფიკური) თანმხლები ნოზოლოგიური საფუძვლის კვლევები;
- მიზნობრივი პუნქციური ასპირაცია: პოსტოპერაციული მდგომარეობის და სხვა პათოლოგიური - თხევადი სისტემური უბნების კვლევის მიზნით;
- ქირურგიული შეხვევა - ნაოპერაციევი არის რევიზია, დამუშავება და შინ მოვლის ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემა.
კონსულტაციას აწარმოებს მამოლოგი, რბილი ქსოვილების ონკოლოგები, ბესიკ აბშილავა და დავით ჯინჭველაძე, რადიოლოგიური სამსახურის ექიმი-რადიოლოგები, გენრიეტა გვასალია და ნინო ნუგზარიშვილი.
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მუშაობს 24/7 რეჟიმში, ყოველდღე!
წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25!
გისურვებთ ჯანმრთელობას!