ახალი სიცოცხლე
ულტრათანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკა!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.
ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა იმთავითვე იზრუნა, რომ ახალ კლინიკაში დანერგილიყო ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი სერვისი, მრავალპროფილურობის უზრუნველსაყოფად.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:
- ამბულატორიის დეპარტამენტი;
- გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი;
- კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი;
- ზოგადი და ლაპაროსკოპიული ქირურგიის დეპარტამენტი;
- ჰემატოლოგიის დეპარტამენტი;
- სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
- ნეონატოლოგიური სამსახური;
- მულტიპროფილური დეპარტამენტი;
- ანესთეზიოლოგიისა და პოსტოპერაციული ინტენსიური ზრუნვის დეპარტამენტი.
კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:
- ენდოსკოპია;
- რადიოლოგია (ექოსკოპია, რენტგენოლოგია, მამოგრაფია);
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- კოლპოსკოპია;
- ამბულატორიული კარდიოლოგია დიაგნოსტირების სრული სპექტრით;
- ორსულობის დაგეგმვა და მართვა;
- მშობიარობა და ახალშობილის მოვლა ერთ სივრცეში;
- ენდოკრინოლოგია;
- ყველა ტიპის სიმსივნეთა ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა.
ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, გაიხსნა ახალი განყოფილებები. კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ რეანიმაციაში განხორციელდა ანტიბაქტერიული სტრატეგია. რეანიმაციის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მათ შორის მონიტორებით, ინფუზომატებით, რესპირატორებით, რომელთა შორის აღსანიშნავია მაღალი სტანდარტების მქონე აპარატი CHIRANA AURA.
სრულად აღიჭურვა კარდიოლოგიური კაბინეტი. პაციენტს გულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კვლევებს ვთავაზობთ, მაგალითად, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეკგ – ელექტროკარდიოგრამა, რომელიც გულის მუშაობის დროს გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულებაა. აღნიშნული კვლევა საშუალებას იძლევა სწრაფად განხორციელდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების სარწმუნო დიფერენცირება.
კარდიოლოგიურ კაბინეტში თქვენს განკარგულებაშია ე.წ. ტრედმილი – სარბენი ბილიკი, რომლის საშუალებითაც ვატარებთ დატვირთვის ტესტს.
საუბარია გარკვეული სიჩქარით მოძრავ ბილიკზე, რომელზეც პაციენტი დადის და სწორედ ფიზიკური დატვირთვის პროცესში ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ იშემიური ცვლილებების არსებობა.
ასევე გთავაზობთ გულის ექოსკოპიას. ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება.
კლინიკა გთავაზობთ ჰოლტერის მონიტორირებას, კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც გულის რითმის უწყვეტი ჩაწერა ხორციელდება.
გამოკვლევას ჩვეულებრივ 24 საათი ეთმობა. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ისე ღამით, მოსვენებულ მდგომარეობაში.
კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი. გთავაზობთ ენდოსკოპიური კვლევებისა და მანიპულაციების სრულ სპექტრს. ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია ბოლო თაობის, მსოფლიოში საუკეთესო, იაპონური წარმოების ენდოსკოპიური აპარატით OLYMPUS EVIS EXERA III CV 190 სერიის, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზებითა და მანევრირებით.
აპარატის წყალობით ექიმებს საშუალება აქვთ, დროულად აღმოაჩინონ კუჭ-ნაწლავის სიმსივნური დაავადებები, ჩაატარონ ეფექტური სამკურნალო მანიპულაციები, რაც ჩვენი ქვეყნის ყველა კლინიკაში არ ტარდება.
აპარატის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა HD ხარისხის ვიზუალიზება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, დავათვალიეროთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ყოველი მილიმეტრი და დროულად აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები როგორიცაა სიმსივნური პროცესები ადრეულ (in situ) ეტაპზე და შესაბამისად, დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა.
საუკეთესო ხარისხის ვიზუალიზება კვლევის პროცესის ხანგრძლივობას ამცირებს, რაც კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით, რაც სრულიად უსაფრთხოა პაციენტისთვის. კლინიკაში დაცულია სტერილიზების თანამედროვე პრინციპები. მანიპულაციები წარმოადგენს უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურას.
ენდოსკოპიურ აპარატთან ერთად ენდოსკოპიურ კაბინეტში თქვენს განკარგულებაშია გერმანული კომპანია ERBE-ს უახლესი, რეგიონში უნიკალური არგონოპლაზმური კოაგულაციის აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ სხვადასხვა დაავადებას ღია ოპერაციების გარეშე. მისი დახმარებით შესაძლებელია ონკო დაავადებების პრევენცია, მაგალითად, ბარეტის საყლაპავის აბლაცია ენდოსკოპიური მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, ვითარდება საყლაპავის თიაქრის დროს.
ენდოსკოპიურ კაბინეტში ტარდება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი მანიპულაციები.
ვატარებთ მცირე ინვაზიურ ჩარევებს სანაღვლე გზებზე, კუჭზე, მსხვილ ნაწლავზე. ასევე გთავაზობთ საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირებას, ბარეტის საყლაპავის აბლაციას.
ენდოსკოპიურ კაბინეტში წარმატებით მიმდინარეობს სისხლდენის შეჩერების მანიპულაციები, სხვადასხვა წარმონაქმნის ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციონირებს ორსულობისა და მშობიარობის სრულფასოვანი მართვისთვის აუცილებელი ყველა განყოფილება:
- ამბულატორიული სამსახური;
- სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
- ნეონატოლოგიური სამსახური;
- ანესთეზიოლოგიური და პოსტოპერაციული სამსახური;
- 24 საათიანი ლაბორატორია.
ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:
- ნებისმიერი ასაკის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
- ორსულობის დაგეგმვა;
- ორსულობის მართვა;
- მშობიარობა და ახალშობილის მოვლა ერთ სივრცეში;
- ყველა ტიპის და სირთულის გინეკოლოგიური ოპერაციის წარმოება (როგორც ღია, ისე ლაპარასკოპიული მიდგომით).
უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10.
Voluson E 10–ის საშუალებით, ექიმი იკვლევს პაციენტს 2D, 3D, 4D რეჟიმში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა გამოკვლევისას, რადგან გვაძლევს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში. აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დახმარებით, 2015 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ პატარებს აქვთ უნიკალური შანსი წლების შემდეგ იხილონ თავიანთი მუცლადყოფნის პერიოდი. ექოსკოპიის აპარატით საუკეთესო ხარისხის სურათი მიიღება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის (ექო–მამოგრაფია), მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის გამოკვლევისას. ელასტოგრაფიის დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ ახალწარმონაქმნის ხასიათი, მაგალითად, ის კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი.
გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.
კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე, 160–შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით. ტომოგრაფი Toshiba Aquilion Lightning SP გამოირჩევა მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობებით, უსწრაფესი სკანირების ფუნქციით.
რას ნიშნავს 160 შრე, რა დატვირთვა აქვს?
64 და 80–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფებთან შედარებით, 160–შრიანი Aquilion Lightning SP–ის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის საჭირო დრო. ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი ერთ ბრუნში მოიცავს სხეულის მეტ დიაპაზონს და შესაბამისად, წინამორბედ სისტემებთან შედარებით კვლევის მეტ არეს გაცილებით სწრაფად ფარავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი სკანირება მნიშვნელოვნად ამცირებს კვლევისთვის საჭირო კონტრასტის მოცულობას, ასევე ამცირებს მოძრაობის არტეფაქტებს, რადგან კვლევა ხორციელდება იმდენად სწრაფად, რომ პაციენტს სუნთქვის შეკავება ძალიან მცირე დროით უწევს – ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება გამოსახულებისა და დიაგნოსტირების ხარისხზე.
როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევაზე ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესი საკითხია ვიზუალიზების ხარისხი. ვიზუალიზებაა ერთ–ერთი ფუნქცია, რომელიც „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს, კერძოდ, Lightning SP აღჭურვილია ფართო KV (კილოვოლტი) და MA (მილიამპერი) დიაპაზონით, რაც თავის მხრივ რეგულირდება მანუალურად, ოპერატორის მიერ და ასევე ავტომატურად, Sure Exposure რეჟიმით. ეს რეჟიმი ავტომატურად, პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევს დასხივების საჭირო ინტენსივობას – მისი მეშვეობით კვლევა ხდება დამზოგველი, ხოლო პაციენტისთვის უსაფრთხო.
კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვილია მეოთხე თაობის AIDR 3D რეკონსტრუქციის ალგორითმით, რომელიც 75%–ით ამცირებს რადიაციულ დოზას, გამოსახულებას ამუშავებს პროგრამულად ახალი ალგორითმით, ზრდის დამუშავების პროცესის სიჩქარეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ალგორითმი ავტომატურადაა გააქტიურებული ყველა კვლევის პროტოკოლში და ამ ფუნქციებით კვლევა მარტივდება, სწრაფად და ხარისხიანად, რაც მთავარია უსაფრთხოდ მიმდინარეობს.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვილია უახლესი PUREVISION დეტექტორის ტექნოლოგიით, რაც 40%–ით ზრდის მის მგრძნობელობას. ამ ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის დახმარებით ვიღებთ უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს აქვს მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობები და ერთ–ერთია რკინის არტეფაქტების მოსაცილებელი რეჟიმი. Toshiba Aquilion Lightning SP რკინის არტეფაქტებს აშორებს სპირალური სკანირების რეჟიმში.
კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია ბევრი ანომალიისა და პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირება და პრევენცია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფით. ეს არის ახალი სიტყვა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში. მობრძანდით კლინიკაში და ისარგებლეთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით, რომელიც გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით. ჩვეულებრივი მამოგრაფიული კვლევის დროს შესაძლოა მოხდეს სხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების ზედდება სიმსივნურ წარმონაქმნზე და შესაბამისად, გართულდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა; კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფი კი ტომომარკერის ტექნოლოგიის საშუალებით, უზუსტეს, მკვეთრ და გარჩევად გამოსახულებას იძლევა, ყოველგვარი არტეფაქტის გარეშე. მისი საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის სერიული სურათების მიღება სხვადასხვა კუთხით, რაც საბოლოოდ გვაძლევს პათოლოგიური პროცესის 3D გამოსახულებას და მის ზუსტ სივრცით კოორდინატებს.
ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაციით, პროფილაქტიკის მიზნით, მამოგრაფია მიზანშეწონილია ჩატარდეს 40 წლის ასაკიდან ქალებში ჩივილების გარეშე. მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნის აღმოჩენა, ანუ სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ეტაპზე განკურნების ალბათობა ძალიან მაღალია!
კლინიკა გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს გერმანიაში.
თანამედროვე სტანდარტების ქართულ–გერმანული ლაბორატორიის New medical service–ს ხელშეწყობით შეგიძლიათ ჩაიტაროთ 7000–მდე ლაბორატორიული კვლევა გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიებში. ლაბორატორიაში ხდება ონკოლოგიური, ენდოკრინული, გინეკოლოგიური, ალერგიული, სიმსივნური მარკერების, იმუნოჰისტოქიმიური, ყველა გენეზის ინფექციური დაავადების (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (გონორეა, ტრიქომონოზი, ქლამიდიოზი, ჰერპეს–ვირუსული ინფექცია, მიკოპლაზმა, შიდსი, B ჰეპატიტი, მკრთალი ტრეპონემა და სხვა) გენეტიკური კვლევა როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი დაავადებების დროს და სხვა.
მობრძანდით კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" და ისარგებლეთ ლაბორატორიულ კვლევათა ფართო სპექტრით:
- ბიოქიმია;
- მიკრობიოლოგია;
- ბაქტერიოლოგია;
- იმუნოლოგია;
- მორფოლოგია-იმუნოჰისტოქიმია;
- სიმსივნური მარკერები;
- ციტოლოგია;
- გენეტიკა;
- ჰარმონია-პრენატალური ტესტი – ორსულთა სკრინინგი, გენეტიკური დარღვევების დროს ორსულობის მე-10 კვირაზე;
- ნებისმიერი ვირუსისა და ბაქტერიის PCR მეთოდით კვლევა;
- სპეციფიკური ცილები;
- აუტოიმუნური მარკერები.
„ახალ სიცოცხლეში“ 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ამის ერთ–ერთი მაგალითია ის, რომ კლინიკაში რეგულარულად წარმოებს ექიმ–სპეციალისტთა უფასო კონსულტაციის დღეები.
გთავაზობთ უპრეცედენტო აქციებს. აქციების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე:
მობრძანდით ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ისარგებლეთ სრულფასოვანი, მრავალკომპონენტიანი სამედიცინო მომსახურებით. თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გამოცდილ ექიმთა გუნდი, ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი.
მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი ლუბლიანას ქ. N29.
ცხელი ხაზი: 577 059 900.
გისურვებთ ჯანმრთელობას!