სამედიცინო კონფერენცია კლინიკა "ახალ სიცოცხლეში"

სამედიცინო კონფერენცია კლინიკა

კონფერენცია

კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" ჩატარდა სამედიცინო კონფერენცია, სადაც მოხსენებებით წარსდგნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები:

  1. თამაზ ჯაოშვილმა ისაუბრა სიმენსის ციფრული 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესაძლებლობებზე სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკაში.
  2. ეკა ხვედელიძემ წარადგინა PRP-თერაპია, როგორც სახსრების მკურნალობის ინოვაციური და ეფექტური მეთოდი.
  3. გიორგი ფიფიამ წარმოადგინა 160 შრიანი ციფრული კომპიუტერული ტომოგრაფის უპირატესობები დაავადებათა ნაადრევი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში.

მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს პროფესიული გამოცდილებისა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.