როგორი შედეგით დასრულდა მუცლის ღრუს ქირურგიაში ყველაზე რთული ოპერაცია?

როგორი შედეგით დასრულდა მუცლის ღრუს ქირურგიაში ყველაზე რთული ოპერაცია?

პანკრეატოდუოდენური რეზექცია, რომელსაც აბდომინურ ქირურგიაში მედიკოსები ყველაზე რთულ ქირურგიულ ჩარევას უწოდებენ, კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ჩატარდა.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

პაციენტის ისტორია

კლინიკას მიმართა 52 წლის მამაკაცმა, რომელიც უჩიოდა ძლიერ ტკივილსა და დისკომფორტს მუცლის მარჯვენა ნახევარში. მუცლის ღრუს ექოსკოპიითა და კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა პანკრეასის თავის მოცულობითი წარმონაქმნი, პანკრეასის თავის კიბო.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდა. აღსანიშნავია, რომ პაციენტს პანკრეასის თავის კიბოსთან ერთად ჰქონდა თანმხლები დაავადება – პოდაგრა. სწორედ ამიტომ კლინიკის ქირურგებს ერთდროულად ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პათოლოგიის მართვა უწევდათ.

პროფესიონალმა ქირურგებმა ყველა სირთულის გადალახვა შეძლეს! ჩატარდა ოპერაცია: ამოიკვეთა პანკრეასის თავი, ქოლედოქის დისტალური ნაწილი და 12–გოჯა ნაწლავი. პარალელურად გამწვავდა პოდაგრის მდგომარეობა და პოსტოპერაციულად ამ პათოლოგიასაც უმკურნალეს.

დღეს პაციენტი თავს კარგად გრძნობს, კლინიკიდან უკვე გაეწერა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

რა სირთულით გამოირჩევა პანკრეატოდუოდენური რეზექცია? სწორედ ამ კითხვით მივმართეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ზოგადი და ლაპაროსკოპიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯაბა ბაბაევს.

რა ფუნქცია აკისრია პანკრეასს ორგანიზმში?    

პანკრეასი კუჭქვეშა ჯირკვალია, რომელიც მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, კუჭის უკან მდებარეობს. პანკრეასი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების მონელების პროცესში.

პანკრეასის სიმსივნეებს კეთილთვისებიანებად და ავთვისებიანებად ყოფენ და მათგან ავთვისებიანი მხოლოდ შორსწასულ და გართულებულ შემთხვევებში ვლინდება.

რა არის პანკრეატოდუოდენური რეზექცია?

საკმაოდ რთული, მძიმე ქირურგიული ჩარევაა და ქირურგის დიდ გამოცდილებას მოითხოვს. წარმონაქმნის ამოსაკვეთად მიმდებარედ ბევრი სისხლძარღვის (მაგალითად, ზედა მეზენტერიული არტერია, ზედა მეზენტერიული ვენა, კარის ვენა, ელენთის ვენა, აორტა, ქვემო ღრუ ვენა) პრეპარირებაა საჭირო და ეს ყოველივე ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

პანკრეასის რთული ანატომიური მდებარეობის გამოსხვა ოპერაციებთან შედარებით, აღნიშნული ქირურგიული ჩარევის დროს, მაღალია სისხლდენის რისკი.

ასევე შესაძლო გართულებებს წარმოადგენს:

  • ნაკერების უკმარისობა;
  • პერიტონიტი;
  • სეფსისი;
  • ხვრელმილები;
  • თრომბოემბოლია და სხვა.

არც შორეული გართულებებია გამორიცხული, მაგალითად:

  • ანასტომოზის სტენოზი;
  • პანკრეატიტი;
  • ქოლანგიტი.

ამ გართულებათა პრევენციისთვის პაციენტს უტარდება პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია, პანკრეასის ფერმენტაციის დათრგუნვა, პროტონული ტუმბოს ინჰიბიცია.

დღეისათვის, ოპერაციის გარდა მკურნალობის სხვა ალტერნატიული მეთოდი  არ არსებობს.

ყველა ამ რისკ–ფაქტორის მიუხედავად, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა!

რა არის პოდაგრა?

პოდაგრას გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობით დაგროვებაა და მას თირკმლის ფუნქციონირების დარღვევა იწვევს.

პათოლოგიის დროს პაციენტის ტერფი დეფორმაციასა და ბიომექანიკურ დარღვევას განიცდის. ვიზუალურად რომ წარმოიდგინოთ, ფეხის ცერა თითი ანომალურადაა გადახრილი.

ტერფის ბიომექანიკის აღდგენის მიზნით, წარმატებით ჩატარდა პოსტოპერაციული მკურნალობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!