მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა ვეცდებით ზოგადად მოგახსენოთ.
შესაძლოა ეს იყოს ნეკნთაშუა ნევრალგია, სინდრომი წარმოადგენს ნეკნების პროექციაში გულმკერდის არის გარშემოვლით მწვავე ტკივილს. წარმოშობით ეს ტკივილები ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს შეიძლება იყოს ვირუსული ან ტრავმული ხასიათის. ძალიან ხშირად პაციენტები ნეკნთაშუა ნევრალგიას ურევენ ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს კუნთების ტკივილში, გულმკერდის ტრავმატული დაზიანებები, რომლებსაც ნეკნთაშუა ნერვის გარსების კომპრესია ან გაღიზიანება მოსდევს, ვლინდებიან მწვავე ლოკალური ან გარშემოვლითი ტკივილით ნეკნთაშუა არეში. ეს ტკივილი შეიძლება ნეკნთაშუა ნერვის დაზიანების მხრიდან გადაეცეს მკერდში.
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ხერხემლის სვეტის გულმკერდისა და გულმკერდის გამოკვლევის დამატებითი აპარატული მეთოდები.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგ ნანა ღვალაძესთან, სამუშაო დღეებში დილის 10 საათიდან, საღამოს 5 საათამდე,
შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა, დადგინდება გამომწვევი მიზეზი, შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მე რამდენი თვე ნეკნების ქვეშ მაწუხებს რაღაცა, კომპიუტერის ექოსქოპია გამიკეთეს,ვერ იპოვეს რაღაცეები,და ექიმმა მითხრა კუჯნაწლავები იქნება,და დაწერა წამლები თუმცა საერთოდ არ დამეხმარა,ეს გრძნობები,პატარა ტკვილი სავით ხანდახან მოდის მიდის, თუმცა ფიზიკურად რომ ვმუშაობ მეზრდება. ვჭამ თუ არა განსხვავება არ აქვს,მე ასე ვფიქრობ რომ,კუჯნაწლავების პრობლემა უზუმოდ ან საჭმელის მერეც უნდა შემაწუხოს,ეს უფრო ბევრი მუშაობის მერე მეზრდება,თქვენი აზრით რა არის ეს და რა უნდა გავაკეთო?
პასუხი: