ფეხების შეშუპება

კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს ქვედა კიდურები სიმძიმეს ვგრძნობ და მისივდება გადაღლის დროს,რა წამალი მივიღო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ პრობლემით ბევრი პაციენტი მოგვამრთავს, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპების და მტკივნეულობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად:
● ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
● ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები ( ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს);;
● თირკმლის დაავადება;
● აქილევსის მყესის გაწყვეტა;
● მენისკის დაზიანება;
● გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
● ღვიძლის დაავადებები;
● ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
● პრეპარატები.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, გირჩევთ, დროულად დაიწყოთ ადეკვატური გამოკვლევები, რომელიც თავიდან აგაცილებთ აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და დასვამს დიაგნოზს, ამის შემდეგ აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის მეთოდის დაგეგმვაში.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა