მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს.
წყლულის ძირითადი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. სხვა ნიშნებია გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ზოგჯერ კი, ყაბზობაც.
საკვების ან, როგორც თქვენ აღნიშნეთ , თბილი წყლის მიღების შემდეგ, ტკივილის შემცირება-გაქრობა განპირობებულია კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავას ნეიტრალიზებით, თუმცა ამასთანავე, იგი გასტრინის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ კვლავ აძლიერებს კუჭის სეკრეციას. კუჭის დაცლის შემდეგ კუჭის წვენისა და თორმეტგოჯა ნაწლავის PH საგრძნობლად იკლებს, რაც ტკივილის ხელახალი აღმოცენების მიზეზად იქცევა.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას მარილმჟავათი განპირობებულ ტკივილს ქემორეცეპტორების გაღიზიანება ან პერისტალტიკური ცვლილებები იწვევს.
აუცილებელია, მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განიცდის და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგანაც ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკური კვლევების შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან, მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდის შერჩევასა და გამოჯანმრთელებაში.
სავარაუდოდ, საჭირო იქნება გასტროსკოპიული კვლევა, რაზეც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, აქციის ფარგლებში ფასდაკლება, ვრცლად სანახავად მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/30649/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: რამდენიმე კბილმა ნიორმა მუცელი ამატკია ძილის დროს და სუნთქვა გამიჭირდა თბილმა წყალმა მომიხსნა ორჯერ დამემართა კუჭის წყლუი მგონია არვიცი შეიძლება ნივრის ბრალი იყოს ადრე ბევრს ვჭამდი სადილზე თუ ვახშამზე ახლა რაც ცუდათ გამხადა მაწუხებს ჰაერები მუცლის არეში და ბოსტნეულს აღარ ვიღებ იმდენად ცოცხალს
პასუხი: