
კალციუმის ჭარბი დონე – რისკები და გადაწყვეტა
ჰიპერკალცემია - საყურადღებო მდგომარეობა
კალციუმი მნიშვნელოვანი მინერალია და სისხლში მისი რეგულაცია მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
სისხლში კალციუმის მატების მიზეზი შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობები იყოს.
- 90%-ში გამომწვევი მიზეზია ჰიპერპარათირეოზი ან ონკოლოგიური დაავადებები
- 10%-ში D ვიტამინის ჭარბი დოზირება ან სხვა იშვიათი დაავადებები
ჰიპერკალცემიად მიიჩნევა სისხლში საერთო და იონიზებული კალციუმის მატება. ჰიპერკალცემია შესაძლოა იყოს სხვადასხვა ხარისხის:
- მსუბუქი: საერთო Ca 2.5-3 მმოლ/ლ
იონიზებული Ca 1.4-2 მმოლ/ლ
- საშუალო: საერთო Ca 3-3.5მმოლ/ლ
იონიზებული Ca 2-2.5 მმოლ/ლ
- ჰიპერკალცემიური კრიზი: საერთო Ca 3.5-4 მმოლ/ლ
იონიზებული Ca 2.5-3 მმოლ/ლ
ჰიპერპარათირეოზი
ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზე ლოკალიზებულია 4 ფარისებრახლო - პარათირეოიდული ჯირკვალი, რომლებიც წარმოქმნიან პარათირეოიდულ ჰორმონს - PTH
PTH არეგულირებს კალციუმს და ახდენს მის აწევას სისხლში.
პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი სეკრეცია იწვევს ჰიპერპარათირეოზს და შესაბამისად ჰიპერკალცემიას.
80%-ში ამ ჰორმონის და კალციუმის სიჭარბის მიზეზი - პარათირეოიდული ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა - იზოლირებული კეთილთვისებიანი ადენომა, იშვიათად შესაძლოა დადგინდეს ავთვისებიანი სიმსივნის-კარცინომის დიაგნოზი.
ჰიპერკალცემიას საკმაოდ მრავალფეროვანი სიმპტომები ახასიათებს, ვინაიდან კალციუმის ცვლას გავლენა აქვს ყველა ორგანოთა სისტემაზე. შესაძლოა იყოს უსიმპტომო მიმდინარეობაც.
- დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე მოსალოდნელია სერიოზული გართულებები-ოსტეოპოროზი, შარდ-კენჭოვანი დაავადება, არითმია, ნევროლოგიური და ფქსიქიატრიული გამოვლინებები.
- ჰიპერკალცემიის ეტიოლოგიის დადენა იწყება ენდოკრინოლოგთან ვიზიტით და პირველ რიგში ხდება ჰიპერპარათირეოზის გამორიცხვა.
- დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს გადიდებული პარათირეოიდული ჯირკვლის ქირურგიული გზით ამოკვეთას.
- ქირურგიული მკურნალობა მოწოდებულია მსუბუქი ჰიპერპარათირეოზის დროსაც კი, ძვლოვანი კარდიოვასკულური, ნეიროფსიქიატრიული გართულებების პრევენციის მიზნით.
ენდოკრინოლოგი-ნინო აბესაძე
დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკეთ ნომერზე +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ