მოგესალმებით,
ონკოლოგიურ დაავადებებს სხვადასხვა სიმპტომები და მიმდინარეობა ახასიათებს, ამიტომ მათი ადრეული დიაგოსტიკა მეტად აქტუალურია.
გარდა ამისა, რეციდივი და მეტასტაზები ყველაზე ადრეული და რადიკალური ოპერაციების შემდეგაც კი არ არის გამორიცხული.
რაც შეხება თვენს შეკითხვას , ე.წ. ზოგადი ონკოტესტი არ არსებობს , არამედ არსებობს ამა თუ იმ ორგანოს ან სისტემის ონკოპათოლოგიის გამოსავლენი ტესტები.
ონკომარკერების დონის მატების სიჩქარე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის დაავადების არსებობასა და განვითარებაზე. მარკერების დონის დინამიკა უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი ერთჯერადი მაჩვენებელი. განსაზღვრული ლოკალიზაციის სიმსივნისთვის ინფორმაციულ მარკერებზე რეგულარული დაკვირვებისას მეტასტაზების აღმოჩენა მათ კლინიკურ გამოვლენამდე 4-6 თვით ადრეა შესაძლებელი. ონკომარკერების ანუ სიმსივნური დაავადების მარკერების განსაზღვრა დიაგნოსტიკური კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ონკომარკერები ქიმიური ნაერთებია, რომელთა კონცენტრაცია პერიფერიულ სისხლში ან სხვა ბიოლოგიურ სითხეში ავთვისებიანი სიმსივნის არსებობასა და ზრდაზე მიუთითებს. ეს ნაერთები უმეტესად სიმსივნურ უჯრედში ან მის ზედაპირზე ფორმირდება. ონკომარკერების დონის განსაზღვრას ფართოდ იყენებენ სიმსივნის დიაგნოსტიკისა და კონტროლისთვის. სადღეისოდ ცნობილია სიმსივნის მარკერებად მიჩნეული 200-მდე ნაერთი, მაგრამ სადიაგნოზო მნიშვნელობა მხოლოდ ორ ათეულს აქვს. კლინიკურ დიაგნოსტიკაში ონკომარკერების განსაზღვრის მთავარი მიზანია:
● დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი;
● ჩატარებული რადიო-, ქიმიო-, ჰორმონოთერაპიის, ქირურგიული მკურნალობის ეფექტურობის შემოწმება;
● საჭიროებისამებრ - თერაპიის სხვა სქემის შემუშავება.
● პროგნოზული ინფორმაციის მიღება, კონსერვატიული მკურნალობის შეწყვეტისა თუ გაგრძელების საკითხის გადაჭრა.
თუ რომელიმე ონკოლოგიურ დაავადებაზე გაქვთ ეჭვი, ამ შემთხვევაში სასურველია ჩაერთოთ სკრინინგის პროგრამაში, რომელიც ჩვენს კლინიკაში უახლოეს მომავალში ( დღეებში ) იფუნქციონირებს. საშუალება გექნებათ გამოიკვლიოთ ონკო–პათოლოგიები, საჭიროების შემთხვევაში კი იმკურნალოთ სრულფასოვნად. სწორედ , სკრინინგპროგრამების დამსახურებაა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს ონკოლოგიური დაავადება, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ აწუხებს ადამიანს რაიმე პათოლოგიური ნიშანი და მხოლოდ გარკვეული სადიაგნოზო მეთოდებით შეიძლება იყოს გამოვლენილი .
ასევე, შემოგთავაზებთ ონკოლოგთან უფასო ვიზიტს, რომელიც ზუსტად გეტყვით რა კვლევა დაგჭირდებათ სამომავლოდ .
ასევე გაცნობებთ ,რომ მალე კლინიკაში გვექნება ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევის უზუსტესი შესაძლებლობა ,პოზიტრონულ –ემისიური ტომოგრაფიის აპარატი .
ონკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა სამშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით მაინტერესებს თუ შეიძლება თქვენთან ზოგადი ონკო-ტესტის გაკეთება და რამდენად მოიცავს სრულ ინფორმაციას. გმადლობთ.
პასუხი: