მოგესალმებით,
მარჯვენა მხარეს, ტკივილი უამრავი დაავადების სიმპტომია. ამ არეში არაერთი ორგანო, ქსოვილი, სტრუქტურაა განთავსებული.
ფერდქვეშა არის ტკივილი დამოკიდებულია, მდებარეობაზე, სიძლიერესა და ინტენსივობაზე.
მუცლის ზედა მარჯვენა სეგმენტში ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს ღვიძლში ანთებითი პროცესების დროს, ამ ორგანოში მიმდინარე ანთებით პროცესებს თან ახლავს მისი გადიდება, გადიდების შედეგად იჭიმება ღვიძლის კაფსულა რაც იწვევს ტკივილს.
ტკივილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაღვლის ბუშტთან. ღვიძლის ფუნქციის არასრულფასოვნება და ნაღვლის ბუშტის კენჭი ხშირად იწვევს ტკივილს მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში.
ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებით განპირობებული ტკივილი შესაძლოა იყოს ყრუ და მცირდებოდეს პირღებინების ან საკვების მიღების შემდეგ.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მეოთხედში, თუმცა ასეთი ტკივილი უმთავრესად ეპიგასტრიუმის არეში ლოკალიზდება და ირადიაციას განიცდის მარჯვნივ, მარცხნივ ან ზურგში. ტკივილთან ერთად თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც. მაგალითად, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი, დისკომფორტი და სიმძიმე მუცელში, შებერილობა და ა.შ.
კუჭუკანა ჯირკვალი, ანუ პანკრეასი, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, წვენსა და ინსულინს გამოიმუშავებს, მწვავე პანკრეატიტის შეტევას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს: ძალიან მტკივნეულია, თან ახლავს ცივი ოფლის უხვი დენა და ტკივილი ზურგშიც გადაეცემა. ტკივილის შეგრძნება ძლიერდება წოლისას, ხოლო ჯდომისას, წინ გადახრისას პაციენტი შვებას გრძნობს. პანკრეატიტის დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული ანალიზებით.
თუ მარჯვენა თირკმელია ინფიცირებული, მასში ჩირქგროვაა, აბსცესი ან კენჭი, ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში და ამავე მხარეს ზურგში. თუ თირკმელში არსებული საშუალო ზომის ქვა დაიძრა და შარსადენში აღმოჩნდა, ტკივილი ტალღისებურად ვრცელდება.
რა იწვევს თქვნს შემთხვევაში ტკივილს, დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, გამოკვლევებისა და უშუალო გასინჯვის გარეშე შეუძლებელია.
გახშირებული დეფეკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს გასტრიტისაგან, რომელიც ერთ–ერთი გავრეცებული პრობლემაა კუჭ–ნაწლავის დაავადებებს შორის და კუჭის ამომფენი ლორწოვანი გარსის ანთებაა.
გასტრიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე გასტრიტი უეცრად იწყება და ცოტა ხანს გრძელდება, ქრონიკული კი ხანგრძილვი პრობლემაა. თუ დროულად და ეფექტურად არ უმკურნალეთ, შესაძლოა წლობით შეგაწუხოთ და გამოიწვიოს მდგომარეობის გართულება.
რაც შეეხება თვალებს, მუცლის და წელის ტკივილთან მას ვერ დავაკავშირებთ , თუ უფრო კონკრეტულად გვეტყვით რა გაწუხებთ მხედველობასთან დაკავშირებით, შევეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
გირჩევთ, პირველ რიგში მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რათა დადგინდეს ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაგენიშნოთ მკურნალობა.
ხოლო შემდეგ შეგიძლიათ ვიზიტზე მიბრძანდეთ ოფთალმოლოგთანაც .
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიურ კვლევას 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად. აქციის ფარგლებში ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
აქცია ძალაშია ყოველ პარასკევსა და შაბათს.
ასევე გვაქვს ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეები, ოთხშაბათი და ხუთშაბათი.
რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციებით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მტკივა მარჯვენა გვერდი წელი მიხშირდება დეჟექტაცია თუ დაკავშირებულია ჭამის მერეც იმატებს ტკივილი თვალებიც რისი ბრალი უნდა იყოს ან რომელ.ექიმს მივმართო
პასუხი: