ძვლის მოტეხილობა

კითხვა: 3 წლის წინ მოვიტეხე ხელი ზემოთ ბეჭთან, ხალხური მეთოდით ვიმკურნალე, მაქვს პერიოდულად ტკივილები ეს ნორმალურია უნდა მქონდეს ტკივილი?
პასუხი:

მოგესალმებით!
მსხვილლულოვანი ძვლების მოტეხილობის შემთხვევაში, გარდა ძვლისა, ზიანდება რბილი ქსოვილები, მოტეხილი ძვლოვანი ფრაგმენტები აზიანებს ირგვლივ მდებარე სისხლძარღვებს, ნერვებს.
როგორც მოგვითხრობთ ხალხური მეთოდით იმკურნალეთ, შესაძლოა არაპროფესიული ჩარევის შედეგად, მოტეხილობა არასწორად შეხორცდა, ან ჩამოყალიბდა შეუხორცებელი მოტეხილობები, რის გამოც შესაძლოა უფრო რთული ჩარევა გახდეს საჭირო.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ მობრძანდთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე. სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა, დადგინდება ტკივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა