ჰიპერსალივაცია

კითხვა: ორი დღეა ჩემს 7წლის ბიჭს ვამჩნევ რომ აქვს მომეტებული ნერწყვიანობა,თან არ ყლაპავს და ცდილობს პირის ღრუში შეაჩეროს,სგომატიტი არ ააქვს,რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით! ხშირად ასეთი სიმპტომი სულაც არ არის დაავადების ნიშანი, უბრალოდ ნერწყვის გამოყოფის თავისებურებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ნერწყვის ჭარბად გამოყოფა ანუ ჰიპერსალივაცია შეიძლება იყოს პირის ღრუს ან კუჭ-ნაწლავთა სისტემის დაავადების მიზეზი (როგორიცაა წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი.).
გარდა ამის მნიშვნელოვანია ,რომ ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა ახასიათებს ჭიებით ინვაზიას,რომელიც თქვენი შვილის ასაკიდან გამომდინარე,მოსალოდნელია . მკურნალობა მოლოდ მიზეზიდან გამომდინარე ინიშნება. ამიტომ უნდა მიმართოთ სტომატოლოგს,საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან .ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პირებს .გმადლობთ,რომ ენდობით კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა