კითხვა: გამარჯობა. მამაჩემმა დაახლოებით ერთი თვის წინ გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. კენჭის გაჭედვის გამო. თუმცა მას შემდეგ დრენაჟს ვერ იღებენ, რადგან სითხე დღეღამეში 1 ლიტრაზე მეტი გამოდის, არ მცირდება. მაინტერესებს რისი ბრალია ეს და რაიმე გართულება ხომ არ მოყვება? ან ხელეორედ ოპერაცია ხომ არ დაჭირდება ისევ?
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად, როდესაც ადგილი აქვს ნაღვლის სადინრების კენჭებით ან პოლიპით დახშობას, ასეთ შემთხვევებში მიმართავენ მიზეზის მოცილების ოპერაციულ გზებს.
დრენაჟთან მიმართებაში რაიმე მანიპულაციის ჩატარება საჭირო ხდება, თუ შემცირდა ან შეწყდა ნაღვლის გამოყოფა.
სხვა დეტალებთან დაკავშირებით, დაავადების მიმდინარეობასა და პერსპექტივებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
მხოლოდ მას შეუძლია გაგცეთ ამომწურავი პასუხი დაავადების ხასიათზე და სამკურნალო პროცესთან დაკავშირებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !