ახალი სიცოცხლე უერთდება გულის მსოფლიო დღეს – გული სიცოცხლისათვის!
ახალი სიცოცხლე უერთდება გულის მსოფლიო დღეს – გული სიცოცხლისათვის!
1999 წლიდან მოყოლებული, 29 სექტემბერს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღის დაარსების ინიციატორი კი, გულის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონი ბაიეს დე ლუნა იყო, რომელიც გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებზე, საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას მიზნად ისახავდა, იდეას მხარი დაუჭირეს მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციამ (WHO) და იუნესკომ. დღესდღეობით დღესასწაული აღინიშნება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია.
გულის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის გლობალური კამპანიაა, რომლის მისი მთავარი ამოცანაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, წარმოშობის მიზეზების და მათი პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მსოფლიო გულის ფედერაციის თანახმად, გულის შეტევით და ინსულტით ნაადრევი სიკვდილიანობის 80% შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, თუ გამომწვევ, ძირითად რისკ-ფაქტორებს გავითვალისწინებთ:
- ჰიპერტენზია;
- სისხლში ქოლესტერინის და მისი ფრაქციების გაზრდილი დონე;
- თამბაქოს მოხმარება;
- სიმსუქნე;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- ცხოვრების მჯდომარე წესი;
- სტრესი.
გაუფრთხილდი გულს – ახალი სიცოცხლის კარდიოლოგების რეკომენდაციები
- უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაზე;
- აუცილებელია, ყოველდღიურად მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური დატვირთვა, რაც ნიშვნელოვნად ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს;
- უპირატესობა მიანიჭეთ დაბალანსებულ კვებას;
- უარი თქვით ტკბილეულსა და ნამცხვრებზე, რადგან ისინი სისხლძარღვთა კედლებში ანთების და ქოლესტერინის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია;
- რეგულარულად მიმართეთ კარდიოლოგს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!