კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ხმა მსოფლიოს!
„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ უკვე არაერთი წელია ჩართულია.
ეს თარიღი მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ემსახურება, მიზანი კი, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა, რეგულარული თვითშემოწმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაა.
ვარდისფერი ბაფთა, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და ქალბატონებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზეა.
ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ჩვენი კლინიკა და მისი შიდა სკრინინგული პროგრამა პაციენტებს საშუალებას მისცემს, სიმბოლურ ფასად ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლების სრულყოფილი, კომპლექსური გამოკვლევა დიაგნოსტირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში სკრინინგული კვლევების საშუალებით საწყის სტადიაზეა შესაძლებელი პათოლოგიური უბნის აღმოჩენა, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არის შესამჩნევი რაიმე სახასიათო ნიშანი ან სიმპტომი.
კვლევა წარმოებს ულტრათანამედროვე, ექსკლუზიური, ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფზე Planmed Clarity 3D, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა.
ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ისე შესაბამისი ცნობიერების გავრცელება ქალბატონებში დაავადების დროული პრევენციისთვის.
ჩვენი კლინიკის მისამართია: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №29.
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე: 577 05 99 00.
გისურვებთ ჯანმრთელობას!