მამოგრაფია - სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკური კვლევა

მამოგრაფია - სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკური კვლევა

ძუძუს კვლევა უახლესი ციფრული მამოგრაფით - PLANMED CLARITY 3D

სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმეწლიანი მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ ქალს ძუძუს კიბო შესაძლებელია ნებისმიერ დროს განუვითარდეს.

ძუძუს კვლევა უახლესი ციფრული mamographit

ვერაგი დაავადება იმდენად გაახალგაზრდავდა, რომ ის უკვე, 40 წლამდე ასაკის ქალბატონებშიც კი იჩენს თავს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ძუძუ უჩვეულოდ შეიცვალა და გაქვთ შემდეგი ჩივილები:

  • ტკივილი;
  • სიმაგრე;
  • გამონადენი დვრილიდან;
  • დვრილის ქავილი ან აქერცვლა;
  • უჩვეულო გამონაყარი და ა.შ.

გადაუდებლად ჩაიტარეთ მამოგრაფიული გამოკვლევა.

იგი სიმსივნეებისა და სარძევე ჯირკვლის სხვა დაავადებების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტია და საბედნიეროდ, მედიცინის ულტრათანამედროვე მიღწევების დამსახურებით, სწორი მკურნალობა უკვე შესაძლებელია.

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ აქციას ძუძუს 3D კვლევაზე.

ფასდაკლებით კვლევის ღირებულება 170 ლარის ნაცვლად, 130 ლარია!

აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს, პარასკევს და შაბათს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია Planmed Clarity 3D ციფრული მამოგრაფით. იგი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, იძლევა მკვეთრ და გარჩევად გამოსახულებას.

აშშ-ის კიბოს ასოციაციის რეკომენდაციით, საკონტროლო მიზნით, მამოგრაფია უნდა ჩაიტაროს 40 წლის ასაკიდან ნებისმიერმა ქალმა, წელიწადში ერთხელ მაინც, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ჩივილები.

ასევე, ორგანიზაცია ქალბატონ პაციენტებს ურჩევს, რომ კვლევა მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან პირველ კვირაში ჩაიტარონ, რათა კვლევის შედეგები 100%-ით უტყუარი იყოს.

გარდა ამისა, გახსოვდეთ, ქალის სარძევე ჯირკვალი რეპროდუქციული სისტემისა და ასაკის ცვალებადობასთან ერთად მუდმივად ფორმირდება და იცვლება. გადამოწმების მიზნით ძუძუს გამოკვლევა მომავალში კიბოს განვითარებისგან დაცვის საუკეთესო გზაა.

მხოლოდ 3D მამოგრაფიული კვლევითაა შესაძლებელი სარძევე ჯირკვალში ქსოვილურ დონეზე უმცირესი, 2მმ-მდე ზომის წარმონაქმნის დანახვა და კიბოს პირველ ეტაპზე აღმოჩენა.

სიმსივნური დაავადების საწყის სტადიაზე აღმოჩენას და შესაბამისი მკურნალობის დროულად დაწყებას კი, თითქმის 100%-იანი შედეგი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ციფრულობა და 3D ტექნოლოგია PLANMED CLARITY-ს უნიკალურ ფუნქციებს სძენს, შესაბამისად, ექიმს უზუსტეს ინფორმაციას აწვდის თქვენი მდგომარეობის შესახებ.

აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე +995 322 12 25 25 ან +995 577 059 900.

შეგახსენებთ, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მუშაობს 24/7 რეჟიმში, ყოველდღე!

კიბო განაჩენი არ არის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ