ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია უახლესი, პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატით Voluson E 10.
თქვენ გელოდებათ კომფორტული გარემო. ექოსკოპიის აპარატზე მუშაობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ელენე შათირიშვილი.
სამედიცინო ბაზარზე კორპორაცია General Electric–მა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა – გამოჩნდა ახალი ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10, რომელსაც მეცნიერებმა უკვე უწოდეს “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი აპარატი“. Voluson E 10–ის წყალობით, ექიმი იკვლევს პაციენტს 2D, 3D, 4D რეჟიმებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა გამოკვლევისას, რადგან გვაძლევს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში.
ულტრათანამედროვე აპარატის ელექტრონული მატრიცის 4D ტექნოლოგიის საშუალებით ექიმებს საშუალება აქვთ მცირე დროში მიიღონ უმაღლესი ხარისხის მკაფიო გამოსახულება. აპარატი ახდენს გამოსახულების მკვეთრ ვიზუალიზებას. მისმა ინოვაციურმა პლატფორმამ და პროგრამულმა უზრუნველყოფამ საგრძნობლად შეამცირა როგორც 2D ვიზუალიზაციისთვის, ისე 4D რეკონსტრუქციისთვის საჭირო დრო.
აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. ელექტრონული კონვექსის ტიპის 4D გადამწოდი უზრუნველყოფს მაქსიმალურად რეალურ გამოსახულებას. ამ ფუნქციის წყალობით, შესაძლებელია ადრეული ვადებიდანვე გამოვავლინოთ ნაყოფის ისეთი პათოლოგიები, რაც ადრე შეუძლებელი იყო!
უამრავი ულტრათანამედროვე ფუნქცია ექიმს საშუალებას აძლევს დასვას დიაგნოზი ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან. უაღრესად მნიშვნელოვან აპლიკაციებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია HD LIVE და HD LIVE SMOOTH. მოგეხსენებათ, თუ რამდენად ემოციურია მშობლისთვის გაიცნოს პატარა დაბადებამდე. ამ დაუვიწყარ შეგრძნებას, შესაძლებლობას გთავაზობთ Voluson E 10. აპარატი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ნაყოფის მიმიკები. ეკრანზე მომავალი მშობლები ხედავენ თუ როგორ გუნება–განწყობილებაზეა საშვილოსნოში მყოფი პატარა. გამოსახულება იმდენად რეალური და მკაფიოა, რომ თვალნათლივ ჩანს ნაყოფის ემოცია. ცალკე აღნიშვნის ღირსია STIC სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს რეალურ დროში შევაფასოთ ნაყოფის გული, თუ როგორ ფუნქციონირებს ის.
ამ აპარატის კიდევ ერთ დადებით თვისებას წარმოადგენს ის, რომ რეალურ დროში შეგვიძლია დავინახოთ ნაყოფის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა. პირველივე ტრიმესტრიდან ვახდენთ ნაყოფის ჩონჩხის, ტვინისა და სახის კუნთების ვიზუალიზებას.
აპარატი საშუალებას გვაძლევს ადრეულ ვადაზე აღმოვაჩინოთ ნაყოფის განვითარების ანომალიები, შესაბამისად, თავიდან ვირიდებთ რიგ გართულებებს. შეგვიძლია ადრეულ ვადაზე დავინახოთ ნაყოფის ხერხემლისა და თავის ტვინის რიგი პათოლოგიები. ხოლო HD LIVE SILUET–ის წყალობით ადრეულ ვადაზე ვხედავთ ნაყოფის შინაგან ორგანოებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ წყალობით, 2015 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ პატარებს აქვთ უნიკალური შანსი წლების შემდეგ იხილონ თავიანთი მუცლადყოფნის პერიოდი.
ამასთან, ეს თანამედროვე აპარატი მხოლოდ სამეანო კვლევებში არ გამოიყენება. იგივე ექოსკოპიის აპარატით საუკეთესო ხარისხის სურათი მიიღება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის (ექო–მამოგრაფია), მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის გამოკვლევისას. ელასტოგრაფიის დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ ახალწარმონაქმნის ხასიათი, მაგალითად, ის კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. შეგვიძლია 95%–ით განვსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა.
Voluson E 10–ის დახმარებით მუცლის ღრუში ჩინებულად ვხედავთ შინაგან ორგანოებს, მათ ფუნქციონირებას. აპარატის კიდევ ერთი ფუნქციაა რბილი ქსოვილების პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება.
გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.
საშუალოდ, გამოკვლევისთვის ძველ აპარატებს 20–30 წუთი სჭირდებოდათ, თუმცა ამ აპარატის უპირატესობაა დროის დამზოგველობა, თითქმის განახევრებულია პროცედურისთვის განკუთვნილი დრო.
მობრძანდით ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ჩაიტარეთ გამოკვლევები უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური ექოსკოპიის აპარატით!
გამოიყენეთ ჩვენი კლინიკის მაღალპროფესიონალი რადიოლოგების გამოცდილება თქვენს სასარგებლოდ!