ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ 24 საათის განმავლობაში ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე!
დღემდე კლინიკის მთავარ პროფილს წარმოადგენდა მხოლოდ მეანობა და ნეონატოლოგია და ამ მიმართულებით ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს, თუმცა მას შემდეგ რაც დაწესებულება ქირურგიის ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში გადავიდა, მრავალპროფილურ კლინიკად გარდაიქმნა, სადაც მისულ პაციენტს ყველა პროფილის პროფესიონალი ექიმი ემსახურება.
ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, გაიხსნა ახალი თანამედროვე ტიპის განყოფილებები, მაგალითად, ქირურგია, მულტიპროფილური დეპარტამენტი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით. ტექნიკურ არსენალში შედის: ამერიკული კორპორაციის General Electric-ის უნიკალური, უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10, ბოლო თაობის, ულტრათანამედროვე მოდელის იაპონური ციფრული რენტგენი Shimadzu, 160–შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი Toshiba Aquilion Lightning SP, ბოლო მოდელისა და მაღალი სტანდარტების მქონე რესპირატორი CHIRANA AURA, სამედიცინო სფეროში წამყვანი გერმანული კომპანიის KARL STORZ-ის უახლესი ენდოსკოპი.
იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის, რომელიც კლინიკაშია, აღსანიშნავია უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10. Voluson E 10–ის საშუალებით, ექიმი იკვლევს პაციენტს 2D, 3D, 4D რეჟიმში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა გამოკვლევისას, რადგან გვაძლევს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში. აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დახმარებით, 2015 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ პატარებს აქვთ უნიკალური შანსი წლების შემდეგ იხილონ თავიანთი მუცლადყოფნის პერიოდი. ექოსკოპიის აპარატით საუკეთესო ხარისხის სურათი მიიღება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის (ექო–მამოგრაფია), მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის გამოკვლევისას. ელასტოგრაფიის დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ ახალწარმონაქმნის ხასიათი, მაგალითად, ის კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.
„ახალ სიცოცხლეში“ თქვენს განკარგულებაშია კომპიუტერული ტომოგრაფი Toshiba Aquilion Lightning SP გამოირჩევა მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობებით, უსწრაფესი სკანირების ფუნქციით. ეს თანამედროვე ტექნოლოგია შექმნილია პაციენტისა და ექიმის კომფორტისთვის. აღსანიშნავია გენტრის ახალი დიზაინი. ამ აპარატში გაზრდილია კონტრასტული რეზოლუცია. 75%–ით შემცირებულია დასხივების დოზა, გაზრდილია რეკონსტრუქციის სიჩქარე AIDR 3D რეჟიმით. გენტრის 780 მმ–იანი აპარატურა უზრუნველყოფს მარტივ მიდგომას პოლიტრავმის შემთხვევაში, მარტივ მიდგომას ინტენსიური თერაპიის პაციენტების შემთხვევაში. მისი დახმარებით გაცილებით მარტივია ჩატარდეს ინტერვენციული პროცედურები. აქვს მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობები და ერთ–ერთია რკინის არტეფაქტების მოსაცილებელი რეჟიმი, რომელიც ზედმეტი მანიპულაციების გარეშე ხსნის აღნიშნულ არტეფაქტებს.
„ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციობს ახალი რეანიმაცია, რომელშიც განხორციელებულია ანტიბაქტერიული სტრატეგია და ინფექციებისგან დაცვის თვალსაზრისით მომავალშიც ასე იქნება. რეანიმაციის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მათ შორის მონიტორებით, ინფუზომატებით, რესპირატორებით, რომელთა შორის აღსანიშნავია მაღალი სტანდარტების მქონე აპარატი CHIRANA AURA.
მობრძანდით ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ისარგებლეთ სრულფასოვანი, მრავალკომპონენტიანი სამედიცინო მომსახურებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!