კოვიდის შემდგომი თავის ტკივილი

კოვიდის შემდგომი თავის ტკივილი

რჩევები კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნევროლოგისგან

კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, ადამიანთა ზოგიერთ ნაწილს ჩივილები დიდხანს ახსენებს თავს. ასეთ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირის/თვის განმავლობაში. ამის გამო, ვირუსისგან განკურნებული ადამიანი თავს სრულად გამოჯანმრთელებულად მაინც ვერ გრძნობს. კოვიდის შემდგომ თავის ტკივილზე კლინიკა ახალი სიცოცხლის ექიმი-ნევროლოგი სალომე მამფორია გვესაუბრება.

-რა სიხშირით გვხვდება კოვიდის შემდგომი თავის ტკივილი?

-კორონავირუსული დაავადების შემდეგ თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და პაციენტთა დაახლოებით 20-30%-ში გვხვდება. ისინი უჩივიან უეცარ ან თანდათან მზარდ ტკივილს თავის არეში. ამ დროს, ტკივილი არის ცალმხრივი ან ორმხრივი, მფეთქავი, მოჭერითი, ინტენსიური ან ზომიერი.

-რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

-სავარაუდოდ, უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ვირუსის ინვაზიას და ანთებით რეაქციას. რაც შეეხება თავის ტკივილს, რომელიც ვითარდება დაავადების გადატანიდან 1-1,5 თვის შემდეგ, ძირითადად დაკავშირებულია დეპრესიასთან ან პოსტკოვიდურ სტრესთან.

-კიდევ რა ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება, ჰქონდეს პაციენტს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ?

-თავის ტკივილის გარდა, კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად: თავბრუსხვევა, მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, უძილობა, შფოთვა/პანიკური შეტევები, პერიფერიული ნეიროპათიები, ზურგის ტკივილი, იშვიათ შემთხვევებში, ვითარდება ინსულტიც, ჰემორაგიული ენცეფალიტი და სხვა. საბოლოო ჯამში, ეს ჩივილების ნაკრები  პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად დაქვეითებას იწვევს.

-რა გამოკვლევები შეიძლება ჩაიტარონ ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტებმა?

-აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის სპეციალისტს, ნევროლოგს. უნდა შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და ექიმის დანიშნულებით  ჩაუტარდეს ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა.

-რა კვლევებს სთავაზობს „ახალი სიცოცხლე“ პოსტკოვიდურ პაციენტებს?

-ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. გთავაზობთ თავის ტვინისა და ქალას ძვლების, კისრის კომპიუტერულ ტომოგრაფიას 160 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion Lightning SP და ნევროლოგის უფასო კონსულტაციას 410 ლარის ნაცვლად 150 ლარად.

იხილეთ ვრცლად – https://bit.ly/3ne1hVN 

ასევე, მოსახლეობისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია მოქმედი აქციები და უფასო კონსულტაციის დღეები სხვადასხვა პროფილის ექიმთან.

-რა რჩევას მისცემდით კოვიდგადატანილ პაციენტებს?

-კოვიდის შემდეგი თავის ტკივილის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ დიდხანს გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა თვითნებურად, რეგულარულად არ მიიღოს ტკივილგამაყუჩებლები, რადგან ისინი თავად შეიძლება, იყვნენ თავის ტკივილის მიზეზი (მედიკამენტის ჭარბი დოზით გამოწვეული თავის ტკივლი). რეკომენდირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ძილის მოწესრიგება და საჭიროების შემთხვევაში, დროული კონსულტაცია სპეციალისტთან.  გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ