კოვიდ - 19 საქართველოში

კოვიდ - 19 საქართველოში

ვაქცინა გვიცავს!

კორონავირუსს, ბოლო 24 საათში, 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2669 კი, დაინფიცირდა! სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, პანდემიით გამოწვეული ლეტალობის ტენდენცია გრძელდება, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვაზე!

იცით რომ, ბოლო 14 დღეში, ქვეყნის მასშტაბით, 61,540 ადამიანი დაინფიცირდა და 845 დაიღუპა?! ამ ტრაგიკული სტატისტიკის შემდეგაც არ აიცრები?!

კარგად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ქვეყნის სიყვარული, მომავალ თაობაზე ზრუნვა და პატრიოტიზმი? ნუთუ, ეს მხოლოდ სუფრაზე წარმოთქმული სიტყვებია?! გვახსოვდეს, თუ არ ავიცრებით, ჩვენი შვილები სკოლებში ვერ დაბრუნდებიან და სრულფასოვან განათლებას ვერ მიიღებენ! ვერ მოვიხსნით პირბადეს და ყოველთვის მოგვიწევს სოციალური დისტანციის დაცვა უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობის დროს!

შეგახსენებთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში და ყოველდღიურად, მოქალაქეებს იმუნიზაციის ორი კაბინეტი ემსახურება! „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ „პფაიზერისა“ და „სინოფარმის“ დოზებით აცრას!

აცრაზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით - (032) 2 12 25 25 ან 577 059 900!

ჩვენი მისამართია - დიღომი, ლუბლიანას ქ. N 29

გაიკეთე ვაქცინა - შეცვალე სიკვდილიანობის სტატისტიკა!