ძილის დარღვევა და ჰორმონები

ძილის დარღვევა და ჰორმონები

ჯანსაღი ძილი აუცილებელია ორგანიზმისთვის.

ჯანსაღი ძილი აუცილებელია ორგანიზმისთვის.

 

მთავარი ჰორმონი, რომელიც ძილ-ღვიძილის ციკლს არეგულირებს მელატონინია.

 

მელატონინის რეგულაციაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის სხვა ჰორმონებიც.

 

გახშირებულ უძილობის შემთხვევებს მსოფლიოში სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორისაა ენდოკრინული დარღვევები, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ძილის ხარისხზე.

 

კვლევებზე დაყრდნობით-უძილობა, წყვეტილი ძილი, გართულებული ჩაძინება, ძილიანობა დღისით- შესაძლოა გამოიწვიოს თითქმის ყველა ენდოკრინული ორგანოს დისფუნქციამ.

 

მათ შორისაა:

  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
  • სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი
  • D ვიტამინის დეფიციტი
  • პრემენსტრუალური,  კლიმაქტერული სინდრომი
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ჰიპერპროლაქტინემია
  • სტრესული ჰორმონები
  • ელექტროლიტური დისბალანსი

 

უძილობა თავის მხრივ ზრდის ზემოაღნიშნული და კიდევ სხვა მრავალი დაავადების რისკს.

 

უძილობის მიზეზის დასადგენად, თანხმლები სპეციფიური ჩივილების და გამოვლინებების საფუძველზე ენდოკრინოლოგი ნიშნავს საჭირო კვლევებს და საჭიროებისამებრ მკურნალობას, რაც ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად ეხმარება პაციენტს ჩვეული ძილის რეჟიმის დაბრუნებაში.

 კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდით.

 

ენდოკრინოლოგ ნინო აბესაძესთან ვიზიტის დასაჯავშნად , გთხოვთ, დარეკოთ კლინიკის ნომერზე: +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 

მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ