ახალი სიტყვა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში – კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ულტრათანამედროვე მამოგრაფი!

ახალი სიტყვა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში – კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ულტრათანამედროვე მამოგრაფი!

მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფით.
ეს არის ახალი სიტყვა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში. მობრძანდით კლინიკაში და ისარგებლეთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით, რომელიც გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით. ჩვეულებრივი მამოგრაფიული კვლევის დროს შესაძლოა მოხდეს სხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების ზედდება სიმსივნურ წარმონაქმნზე და შესაბამისად, გართულდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფი კი თომომარკერის ტექნოლოგიის საშუალებით, უზუსტეს, მკვეთრ და გარჩევად გამოსახულებას იძლევა, ყოველგვარი არტეფაქტის გარეშე. მისი საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის სერიული სურათების მიღება სხვადასხვა კუთხით, რაც საბოლოოდ გვაძლევს პათოლოგიური პროცესის 3D გამოსახულებას და მის ზუსტ სივრცით კოორდინატებს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მამოგრაფიისაგან განსხვავებით ტომოსინთეზის პროცედურა გაცილებით კომფორტულია, რადგან ამ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის კომპრესია მინიმალურია.
მამოგრაფია სრულიად უსაფრთხოა, რადგან ამ დროს კვლევა ხორციელდება დაბალი დოზის რენტგენის სხივებით.
ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაციით, პროფილაქტიკის მიზნით, მამოგრაფია მიზანშეწონილია ჩატარდეს 40 წლის ასაკიდან ქალებში ჩივილების გარეშე. მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნის აღმოჩენა, ანუ სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ეტაპზე განკურნების ალბათობა ძალიან მაღალია.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №29 

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;

გისურვებთ ჯანმრთელობას!