გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
საყლაპავი მილის თიაქარი
21 მაისი 2018კითხვა: დამიდგინეს საყლაპავი მილის თიაქარი, რვა წელია ვწვალობ,მიუხედავად მედიკამენტებით მკურნალობისა და დიეტის დაცვისა მდგომარეობა უფრო მირთულდება,ოპერაციაზე მეუბნებიან შედეგი არ გექნებაო, ვარ 38 წლის ნუთუ საშველი არ არსებობს? რამდენი ხანი უნდა ვიწვალო?
იხილეთ პასუხიტეგრეტოლი
21 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ტეგრეტოლის როგორ დავანებო თავი?დოზის განახევრებით თუ როგორ?მადლობა დიდი.
იხილეთ პასუხიფობია
21 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა.ბოდიში ვრცელი წერილისთვის. მტანჯავს ფობიური ნევროზი.მკურნალობა ვცადე არაერთხელ. დავდიოდი ნევროლოგთან, ფსიქოთერაპევტთან, ფსიქიატრთან, მაგრამ ამაოდ. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემს თავს მე უნდა ვუშველო, რაც არ გამომდის. ვარ 26 წლის.3 წლიდან ასე ვარ. გამუდმებულ შიშში ვცხოვრობ. ერთი წლის წინ დამეწყო ცოფის ფობია(სულ სხვა და სხვა რამეს ვიკვიატებ). მაშინ კნუტმა დამისვა შარვალზე ბრჭყალი. ფეხზე გაწითლებული ადგილიც კი ვერ ვიპოვე, რომ დამემუშავებინა, ვაცნობიერებდი, რომ ტყუილად მეშინოდა. თვეების მანძილზე მეჩვენებოდა, რომ ცოფის სიმპტომები მქონდა და ყოველდღიურ კოშმარში ვიცხოვრე. მერე კარდიოფობიაზე გადავიტანე ყურადღება. ახლა ისევ ცოფის ფობია მტანჯავს 5 დღეა. გაციებული ვიყავი და სახლიდან არ გავდიოდი. ერთ დღეს ხელზე აღმოვაჩინე ნაკაწრი. ვერ გავიხსენე საიდან გაჩნდა ეს ნაკაწრი. რადგან სახლში ვიჯექი , გამოვრიცხე, რომ რამე ცხოველს გავეკაწრე, არ მყავს შინაური ცხოველები, მაგრამ მერე ჩამერთო ფანტაზია, რომ რამე შემოიპარა და ძილში გამკაწრა. ამის მერე ყოველწამიერ ჯოჯოხეთში ვარ. მგონია, რომ გაცოფება არ ამცდება. დღეს გაკაწრული ადგილი მექავება და მტკივა მთელი დღეა. ნაკაწრი თითქმის გაქრა. ვიცი, რომ ცოფის პირველი სიმპტომი ასეთია და ისიც ვიცი, რომ ეს ცოდნა მოქმედებს ჩემს წარმოსახვაზე, მაგრამ შეგრძნებები იმდენად რეალურია, რომ ვეღარ ვარჩევ, რა მეჩვენება და რა არა. ოჯახის წევრებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩემი შიშები, რაც საერთოდ მანადგურებს. არცერთმა სპეციალისტმა სერიოზულად არ აღმიქვა, რადგან არ მაქვს უნარი სრულად გამოვამჟღავნო ჩემი უმძიმესი მდგომარეობა. რა ვქნა? ვის მივმართო? რა სახის თერაპია მჭირდება? გყავთ თუ არა ნევროლოგი, რომელსაც შეუძლია ჩემი სერიოზულად აღქმა და დახმარება?და მჭირდება თუ არა მედიკამენტები?
იხილეთ პასუხიშუილი ყურებში
21 მაისი 2018კითხვა: დილით მაქვს ყურებში შუილი კისრით მოძრაობებს რომ გავაკეთებ მერე ჩერდება ეს ხმა. ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს და ექიმიც იქნებ მირჩიოთ
იხილეთ პასუხიოტიტი
21 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა,ერთი კვირა მაწუხებს ყურის ტკივილი ,დამიდგინდა ყურის ანთება ჩავიტარე მკურნალობა ანტიბიოტიკური ჩარევით,მაგრამ მაწუხებს ყურში შუილის ხმა და გაორმაგებული სმენა ,რას მირჩევთ წინასწარ გიხდით მადლობას.
იხილეთ პასუხიკატარაქტა
21 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა. 1)კატარაქტის ოპერაციის მერე რამდენ ხანში არის მხედველობის შედეგი? 2)კატარაქტის ოპერაციის შემდეგ იხსნება თუ არა მხედველობის პრობლემა როგორც ახლოს ისე შორს მხედველობის დროს? 3)ოპერაციის შემდგომ არის თუ არა უცხო სხეულის შეგრძნება ან რაიმე სახის დისკომფორტის შეგრძნება? მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხი