მოგესალმებით!
ამ კითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შევეცდებით ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება; გოგირდოვანი საცობი; უცხო სხეული სასმენ მილში; სასმენი ნერვის დაზიანება; ასაკობრივი ცვლილებები; გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა. ყურში წყლის ყურყურის შეგრძნების მიზეზია სითხის არსებობა დაფის ღრუში. ეს შეიძლება იყოს ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთებისა და ტრავმის შედეგი ან ბანაობის შემდეგ ყურში დარჩენილი წყალი. ყურებში შუილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს შუა ყურის მწვავე ანთება, სასმენი ნერვის დაზიანება; ყურის ტრავმა; უცხო სხეული სასმენ მილში; ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.
როგორც აღნიშნავთ "კისრის მოძრაობების შემდეგ ჩერდება" , აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ხერხემლის, განსაკუთრებით კი კისრის მალების ოსტეოქონდროზთან, რაც შესაძლოა ყურებში ხმაურის მიზეზად იქცეს. ეს პათოლოგიური პროცესი იწვევს ხერხემლის კისრის ნაწილის ვიწრო არხებში გამავალი ხერხემლის არტერიების სპაზმს ან მათზე ზეწოლას. შედეგად ვესტიბულურ სისტემას ნაკლები სისხლი მიეწოდება. ყურებში აღმოცენდება ხმაური, რასაც ერთვის თავბრუხევევა, ტკივილი, დაძაბვა და დისკომფორტი კისრის არეში, კეფის ქვედა ნაწილში, საფეთქლებში, ადვილად დაღლა. ზოგჯერ ყურებში ხმაური საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ან მიმდებარე კუნთების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეკრებს ანამნეზს , დაგინიშნავთ საჭირო გამოკვლევებს და ამის შემდეგ შეარჩევს მკურნალობის მეთოდს, ხოლო, თუ გამოირიცხა კისრის ოსტეოქონდროზი, შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს ოტო–რინოლარინგოლოგიც.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: დილით მაქვს ყურებში შუილი კისრით მოძრაობებს რომ გავაკეთებ მერე ჩერდება ეს ხმა. ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს და ექიმიც იქნებ მირჩიოთ
პასუხი: