მოგესალმებით,
ადამიანის გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან დიაფრაგმა ყოფს. ეს არის დიდი კუნთი, რომელსაც გამყოფთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია - მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი. ადამიანის საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუდან მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. ასეთ დროს მოსალოდნელია:
• ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
• დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
• ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა.
საყლაპავის თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიული ჩარევითაც. დისტანციურად პასუხის გაცემა მკურნალობის რომელი მეთოდი გესაჭიროებათ, არ იქნება კორექტული, გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია აქციის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, რომელიც შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას , ჩაგიტარებთ საჭიროების შემთხვევაში კვლევებს ( გასტროსკოპიას ან რენტგენოლოგიურ კვლევას ) ,რომელთა შემდეგ შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი მკურნალობის მეთოდზე.
ქირურგთან უფასო კონსულტაციის დღეა ორშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: დამიდგინეს საყლაპავი მილის თიაქარი, რვა წელია ვწვალობ,მიუხედავად მედიკამენტებით მკურნალობისა და დიეტის დაცვისა მდგომარეობა უფრო მირთულდება,ოპერაციაზე მეუბნებიან შედეგი არ გექნებაო, ვარ 38 წლის ნუთუ საშველი არ არსებობს? რამდენი ხანი უნდა ვიწვალო?
პასუხი: