რადიოლოგიის საერთაშორისო დღე

რადიოლოგიის საერთაშორისო დღე

8 ნოემბერი

მადლობას ვუხდით ჩვენს რადიოლოგებს და მთელ გუნდს მათი დაუღალავი შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის!

რადიოლოგიის ისტორია 1895 წლიდან იწყება, როდესაც გერმანელმა  ფიზიკოსმა ვილჰელმ რენტგენმა ლაბორატორიაში შემთხვევით აღმოაჩინა რენტგენის სხივი. ამ აღმოჩენამ საფუძველი დაუდო თანამედროვე რადიოლოგიას. რენტგენის სხივს გავლა შეეძლო ფოსფორისფერ ფურცელში, მაგრამ მყარ სხეულებზე, მაგალითად ძვლებზე, ჩრდილს ტოვებდა, რაც მისი სახით მკაფიო გამოსახულებებს ქმნიდა.

ეს აღმოჩენა გახდა საფუძველი რენტგენოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI), პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) და მრავალი სხვა ტექნოლოგიის განვითარებისთვის.

რადიოლოგიის განვითარება უმნიშვნელოვანესია თანამედროვე მედიცინაში, ეს ტექნოლოგიები აუცილებელია სიმსივნეების, ქრონიკული დაავადებების და სხვა პრობლემების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, მკურნალობის სწორად დაგეგმვისთვის .

ციფრული ტექნოლოგიების დანერგვამ და ხელოვნურმა ინტელექტმა  რადიოლოგიის სფეროში რევოლუცია მოახდინა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა  გამოსახულებების ხარისი, რამაც ექიმებს საშუალება მისცა უზუსტესი დიაგნოზის დასმის.  

გისურვებთ ჯანმრთელობას!