ართრიტის საერთაშორისო დღე - 12 ოქტომბერი
1996 წლიდან, ყოველწლიურად 12 ოქტომბერს, აღინიშნება ართრიტის საერთაშორისო დღე, რომელიც ინიცირებულია ართრიტის და რევმატიზმის სამედიცინო საზოგადოების მიერ.
ამ დღის მიზანია რევმატიული დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მსოფლიოს მასშტაბით ტარდება კონფერენციები და შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება ამ დაავადებების მართვასა და პრევენციას.
რევმატოლოგია აერთიანებს 200-ზე მეტ დაავადებას, მათ შორის 100-ზემეტი სახის ართრიტს. ყველაზე გავრცელებული ტიპებია:
- ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი)
- რევმატოიდული ართრიტი
ეს დაავადებები უმეტესად ქრონიკულია და ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ აგრესიული, რაც იწვევს:
- სახსრები სშეშუპებას
- ჰიპერემიას
- დისფუნქციას დადეფორმაციას
- სახსრის ჩაკეტვას (ანკილოზი)
ეს სიმპტომები მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და შეიძლება ინვალიდობამდე მიიყვანოს. ინვალიდობის 60% გამოწვეულია არადროულად დიაგნოსტირებული და არანამკურნალები რევმატიული დაავადებებით.
ოსტეოართრიტის საწყისი სიმპტომები ოსტეოართრიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს საწყის ეტაპზე. თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ნიშნებს:
- ტკაცუნი სახსრებში
- სტარტული (პირველი ნაბიჯების) მტკივნეულობა
- ჰებერდენის და ბუშარის კვანძოვანი წარმონაქმნების გაჩენა (ხელის თითებზე)
ამ სიმპტომების დროს აუცილებელია რევმატოლოგთან ვიზიტი, რომელიც განსაზღვრავს სათანადო მკურნალობას.
პრევენცია და მკურნალობა
რევმატიული დაავადებების პრევენციის მთავარი მეთოდებია:
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა
- ჯანსაღი კვება
- ვარჯიში, ცურვა და ფეხით სიარული
- მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება
კლინიკა „ახალისი ცოცხლე“ გთავაზობთ სრულ კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს რევმატიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის. კლინიკა აღჭურვილია უახლესი რადიოლოგიური აპარატურით, როგორიცაა:
- ულტრასონოგრაფიის აპარატი
- რენტგენი
- 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი
კლინიკაში ტარდება ინოვაციური პრპ თერაპია, რომელიც გამოიყენება სახსრების მკურნალობისთვის. პროცედურას ატარებს რევმატოლოგი ექიმი ეკა ხვედელიძე.
დაგვირეკეთ და დაგეგმეთ ვიზიტი: +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!