მოგესალმებით,
შიშის გრძნობა ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობია და ის ერთ-ერთი უძლიერესია ადამიანურ ემოციებს შორის.
ადამიანის შიში ძალიან მრავალფეროვანია, მსუბუქი ღელვიდან დაწყებული პანიკური შიშით დამთავრებული. აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ჰქონდეს: ტაქიკარდია, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, გონების დაკარგვის შეგრძნება, ვინაიდან შიშის მომენტში ხდება ადრენალინის გამოყოფა.
ნაკაწრები, რომლებიც არ გვახსოვს საიდანაა, თითქმის ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია, ხოლო ისტერიული ქავილით თავად იღიზიანებთ მათ .
სახლში ცხოველი ვერ შემოიპარებოდა, თუ მაინც მოახერხა,უნდა იცოდეთ ,რომ მათაც ეშინიათ და ფრთხილობენ . ასე რომ, კვალს უფრო სახლს დაატყობდა და არა თქვენ.
ფსიქოლოგიურად განაწყეთ თქვენი თავი, ნუ ჩაუღრმავდებით და ეცადეთ ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლდეთ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ. ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ და შიშს განვიცდიდეთ, მაგრამ ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას ეშინია.
მენტალურ დარღვევაში არაფერია სამარცხვინო. ის ჯანმრთელობის ისეთივე პრობლემაა, როგორიც, მაგალითად, გულის დაავადება ან დიაბეტი.
სიტყვა , "სასაცილოდ არ ჰყოფნით" ჩვენს სამედიცინო პრაქტიკაში არ არსებობს, ამას მოითხოვს ადამიანური შეგნება და რაც მთავარია, სამედიცინო ეთიკა.
როგორც ჩანს განათლებული ადამიანი ბრძანდებით და თვითონაც კარგად ერკვევით ვითარებაში ,თუმცა რაკი გიჭირთ დაავადებასთან დამოუკიდებლად გამკლავება ,საჭიროა მიმართოთ ექიმ –ფსიქიატრს .ფობიების მკურნალობა,სწორედ ამ სპეციალობის ექიმთა პრეროგატივაა .თუმცა ,თუ თქვენ შეგაშინებთ სიტყვა ფსიქიატრის გაგონება ,მაშინ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს. ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.ბოდიში ვრცელი წერილისთვის. მტანჯავს ფობიური ნევროზი.მკურნალობა ვცადე არაერთხელ. დავდიოდი ნევროლოგთან, ფსიქოთერაპევტთან, ფსიქიატრთან, მაგრამ ამაოდ. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემს თავს მე უნდა ვუშველო, რაც არ გამომდის. ვარ 26 წლის.3 წლიდან ასე ვარ. გამუდმებულ შიშში ვცხოვრობ. ერთი წლის წინ დამეწყო ცოფის ფობია(სულ სხვა და სხვა რამეს ვიკვიატებ). მაშინ კნუტმა დამისვა შარვალზე ბრჭყალი. ფეხზე გაწითლებული ადგილიც კი ვერ ვიპოვე, რომ დამემუშავებინა, ვაცნობიერებდი, რომ ტყუილად მეშინოდა. თვეების მანძილზე მეჩვენებოდა, რომ ცოფის სიმპტომები მქონდა და ყოველდღიურ კოშმარში ვიცხოვრე. მერე კარდიოფობიაზე გადავიტანე ყურადღება. ახლა ისევ ცოფის ფობია მტანჯავს 5 დღეა. გაციებული ვიყავი და სახლიდან არ გავდიოდი. ერთ დღეს ხელზე აღმოვაჩინე ნაკაწრი. ვერ გავიხსენე საიდან გაჩნდა ეს ნაკაწრი. რადგან სახლში ვიჯექი , გამოვრიცხე, რომ რამე ცხოველს გავეკაწრე, არ მყავს შინაური ცხოველები, მაგრამ მერე ჩამერთო ფანტაზია, რომ რამე შემოიპარა და ძილში გამკაწრა. ამის მერე ყოველწამიერ ჯოჯოხეთში ვარ. მგონია, რომ გაცოფება არ ამცდება. დღეს გაკაწრული ადგილი მექავება და მტკივა მთელი დღეა. ნაკაწრი თითქმის გაქრა. ვიცი, რომ ცოფის პირველი სიმპტომი ასეთია და ისიც ვიცი, რომ ეს ცოდნა მოქმედებს ჩემს წარმოსახვაზე, მაგრამ შეგრძნებები იმდენად რეალურია, რომ ვეღარ ვარჩევ, რა მეჩვენება და რა არა. ოჯახის წევრებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩემი შიშები, რაც საერთოდ მანადგურებს. არცერთმა სპეციალისტმა სერიოზულად არ აღმიქვა, რადგან არ მაქვს უნარი სრულად გამოვამჟღავნო ჩემი უმძიმესი მდგომარეობა. რა ვქნა? ვის მივმართო? რა სახის თერაპია მჭირდება? გყავთ თუ არა ნევროლოგი, რომელსაც შეუძლია ჩემი სერიოზულად აღქმა და დახმარება?და მჭირდება თუ არა მედიკამენტები?
პასუხი: