მოგესალმებით!
კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის - ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას. კატარაქტას მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას, პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება, ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.
კატარაქტის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის. უცნობია აგრეთვე, რატომ ზიანდება ერთი თვალი მეორეზე მეტად და რა ზომები უნდა მივიღოთ პრობლემის თავიდან ასაცილებლად. მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. კერძოდ, არსებობს კავშირი ამა თუ იმ დაავადებასთან, მაგალითად, დიაბეტთან, ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ჰორმონები) ბროლის შემღვრევას აძლიერებს, კატარაქტა შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ანთებითმა პროცესმა, ზოგიერთი ტიპის გამოსხივებამ ან ტოქსიკურმა ზემოქმედებამ.
რაც შეეხება მხედველობის პრობლემას, აქ მნიშვნელობა ენიჭება ლინზის ტიპს.
Acrysof IQ, – ე.წ. ინტელექტუალური ლინზა, ხელოვნური ბროლების უკანასკნელი თაობის წარმომადგენელია. ის არა მარტო აუმჯობესებს მხედველობას, არამედ ასწორებს სფერულ აბერაციებს (ანარეკლს, გაორებას), რომლებსაც ადგილი აქვს კაშკაშა სინათლის არეკვლისას.
ხოლო, Acrysof RESTOR Alcon. ლინზების თვისებაა, დიფრაქციული ოპტიკური დიზაინის წყალობით, უზრუნველყოს ფსევდოაკომოდაცია (სხვადასხვა მანძილზე კარგად ხედვა).
იქიდან გამომდინარე, რომ თვალი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა, მისთვის აღნიშნული ლინზის იმპლანტი, შეგუებამდე, აღიქმება როგორც უცხო სხეული, თუმცა ეს ოპერაციის შემდგომი და თანმდევი ეფექტია, რაც დროებითია და მალე გაივლის.
აუცილებელია, თუ პაციენტი ჩათვლის, რომ შესაძლოა რაიმე გართულებას აქვს ადგილი, საქმის კურში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი.
თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგებისაგან, შეგიძლიათ მობრძანდეთ უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. 1)კატარაქტის ოპერაციის მერე რამდენ ხანში არის მხედველობის შედეგი? 2)კატარაქტის ოპერაციის შემდეგ იხსნება თუ არა მხედველობის პრობლემა როგორც ახლოს ისე შორს მხედველობის დროს? 3)ოპერაციის შემდგომ არის თუ არა უცხო სხეულის შეგრძნება ან რაიმე სახის დისკომფორტის შეგრძნება? მადლობა წინასწარ
პასუხი: