გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
19 ოქტომბერი 2018კითხვა: გამარჯობა პენსიონერი ვარ და ავადმყოფებსა და პენსიონრებზე არაფერი შეღავათია? საყოველთაო დაზღვევაც მაქვს
იხილეთ პასუხიაპენდექტომია
19 ოქტომბერი 2018კითხვა: მოგესალმებით. დიდი ხანია, პერიოდულად მაწუხებს აპენდიქსი. ამ ბოლო დროს, უფრო ხშირად. დილით, ადგომისას განსაკუთრებით მტკივდება, დღის განმავლობაში ყუჩდება, მაგრამ ადგომა-დაჯდომის დროს, აშკარად ფეხს მიკავებს. 6 თვის წინ ვიყავი მისული ექიმთან, გამსინჯა. თქვა, რომ საგანგაშო არაფერია, მუცელი რბილი გაქვსო, არაფერი არ გჭირდება, მაგრამ მაინც ყურადღება მიაქციეო. საბოლოო ჯამში, დავმშვიდდი. ბოლო 4-5 დღეა, ამ პერიოდულ ტკივილს შეემატა სიცხე, სისუსტე, მადის წახდომა. ამ შემთხვევაში, საჭიროა ოპერაციის ჩატარება? თუ შეიძლება, მომწერეთ პირობები, რეაბილიტაციის ვადები და თავად ოპერაციის ფასი, სახალხო დაზღვევის საფუძველზე. გმადლობთ.
იხილეთ პასუხიკოჭის შეშუპება
19 ოქტომბერი 2018კითხვა: გამარჯობა, ჩემი ძმა მუშაობს წლებია პურის საცხობში და შეუშუპდა კოჭი უკვე ერთი თვე არის სიარულის დროსაც ტკივა და ნელა გადაადგილდება, მხოლოდ ერთი კოჭი. რა იქნება გამომწვევი მიზეზი და რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
იხილეთ პასუხიანტირაბიული ვაქცინაცია
18 ოქტომბერი 2018კითხვა: გამარჯობა 4 აგვისტოს მიკბინა ძაღლმა და იმავე დღეს გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო ჩვეულებრივ 3 აცრა. ერთმა ექთანმა მითხრა რომ ალკოჰოლის მიღება მეკრძალებოდა 3 თვე. მეორე აცრაზე როდესაც მივედი სხვა ექთანი დამხვდა და მითხრა რომ ალკოჰოლს 3 ნაცვლად 6 თვე ვერ მივიღებდი. საბოლოო პასუხი ვერ გავიგე. წავიკითხე, მოვიძიე და ზუსტი პასუხი ვერც იქ ვიპოვე. გთხოვთ მიპასუხოთ. 3 თვის შემდეგ რომ დავლიო რამე ალერგიულ რეაქციას ხომ არ მომცემს. დიდი მადლობა
იხილეთ პასუხიფიბროზული მასტოპათია
18 ოქტომბერი 2018კითხვა: გამარჯობა,განსაკითრებით ცალ მკერდზე მაქვს ტკივილი, თითქოს წამიერად ჭვალის ამ წიწკვნის შეგრძნება, სიმაგრეებიც მესინჯება მოძრავი, ვიყავი ექიმთან მითხრა რომ ფიბროზული მკერდი მაქვს და მასტოპათია. ეხოც გადამოღო. დამინიშნა მკურნალობა. მაგრამ მგონია არასწორედ დამისვა დიაგნოზი. რას ფიქრობთ თქვენ?
იხილეთ პასუხიჰიპერტენზია
18 ოქტომბერი 2018კითხვა: გამარჯობა 18 წლის ვარ! მაწუხებს მაღალი არტერიული წნევები 150/90-ამდე. გამოკვლეული მაქვს ფარისებრი ჯირკვალი ყველაფერი ნორმაშია. ახლახანს გადავიღე გულზე კარდიოგრამა და ეხოსკოპია. გიგზავნით ეხოსკოპიის დასკვნას: მარცხენა პარკუჭის სისტოლური და დიასტოლური ფუნქცია ნორმა, განდევნის ფრაქცია 57 %, რეგიონალური კუმშვადობის დარღვევა არ ვლინდება, მიტრალური სარქველის ნაკლოვანება ტრივიალური, ვლინდება წინა კარედის მსუბუქი პროლაბირება მარცხენა წინაგულში. ასწვრივი აორტა, აორტის რკალი და მუცლის აორტის ნორმა, აორტული ნაკლოვანება არ ვლინდება, მარჯვენა პარკუჭის ზომა და ფუნქცია ნორმა, ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება არ ვლინდება, წნევა ფილტვის არტერიაში მომატებული არ არის, პერიკარდიუმის ღრუ-ნორმა, პლევრის ღრუ-ნორმა. მაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე რამე საშიშია? ამასთანავე საკვერცხეზე მაქვს სქელკედლიანი კისტა, წნევები შეიძლება ამისგან იყოს გამოწვეული?
იხილეთ პასუხი