კოჭის შეშუპება

კითხვა: გამარჯობა, ჩემი ძმა მუშაობს წლებია პურის საცხობში და შეუშუპდა კოჭი უკვე ერთი თვე არის სიარულის დროსაც ტკივა და ნელა გადაადგილდება, მხოლოდ ერთი კოჭი. რა იქნება გამომწვევი მიზეზი და რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
კოჭი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს.
მიუხედავად ამისა, კოჭი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს.
შესაძლოა საქმე ეხებოდეს ოსტეოართრიტს ან რევმატიულ ართრიტს, ღრძობას, მყესების ან იოგების დაჭიმვას, რასაც დისტანციურად რა თქმა უნდა ვერ განვსაზღვრავთ.
პირველ რიგში, სასურველია პაციენტმა ვიზიტი განახორციელოს ტრავმატოლოგთან,  სადაც დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების შესახებ, თავად სპეციალისტი მისცემს რეკომენდაციას.
გაცნობებთ, რომ კლინიკის აქციის ფარგლებში, ტრავმატოლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
თუ გამოირიცხება ტრავმატოლოგიური პრობლემები, მკურნალობაში ჩაერთვება ანგიოლოგი.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა