მოგესალმებით,
ცოფის ვაქცინა წარმოადგენს დასუსტებულ ცოფის ვირუსს, რომლის შეყვანის მიზანია, ორგანიზმმა გამოიმუშაოს ანტისხეულები ცოფის ვირუსისგან თავის დასაცავად.
აცრების პერიოდში და მისი დამთავრებიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში პაციენტმა უნდა დაიცვას რეჟიმი, ანტიალერგიული დიეტა, არ შეიძლება გადაღლა, გადაციება ან გადახურება.
სრული, უპირობო კურსის ჩატარებისას და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღება, ლუდისაც კი.
იკრძალება ალკოჰოლის შემცველი ტკბილეული (ლიქიორიანი ან კონიაკიანი შოკოლადი, ლიქიორიანი ან კონიაკიანი კრემით მორთული ნამცხვარი).
ალკოჰოლი ასუსტებს ცოფის ვირუსისადმი წინააღმდეგობის უნარს. აგრეთვე, შეიძლება თვითონ გახდეს ანტირაბიული ვაქცინის რეაქტოგენობის მიზეზი.
გირჩევთ, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები, რადგან მსგავსი რისკი ყოვლად დაუშვებელი, გაუმართლებელი და საფრთხის შემცველია !
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა 4 აგვისტოს მიკბინა ძაღლმა და იმავე დღეს გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო ჩვეულებრივ 3 აცრა. ერთმა ექთანმა მითხრა რომ ალკოჰოლის მიღება მეკრძალებოდა 3 თვე. მეორე აცრაზე როდესაც მივედი სხვა ექთანი დამხვდა და მითხრა რომ ალკოჰოლს 3 ნაცვლად 6 თვე ვერ მივიღებდი. საბოლოო პასუხი ვერ გავიგე. წავიკითხე, მოვიძიე და ზუსტი პასუხი ვერც იქ ვიპოვე. გთხოვთ მიპასუხოთ. 3 თვის შემდეგ რომ დავლიო რამე ალერგიულ რეაქციას ხომ არ მომცემს. დიდი მადლობა
პასუხი: