ჰიპერტენზია

კითხვა: გამარჯობა 18 წლის ვარ! მაწუხებს მაღალი არტერიული წნევები 150/90-ამდე. გამოკვლეული მაქვს ფარისებრი ჯირკვალი ყველაფერი ნორმაშია. ახლახანს გადავიღე გულზე კარდიოგრამა და ეხოსკოპია. გიგზავნით ეხოსკოპიის დასკვნას: მარცხენა პარკუჭის სისტოლური და დიასტოლური ფუნქცია ნორმა, განდევნის ფრაქცია 57 %, რეგიონალური კუმშვადობის დარღვევა არ ვლინდება, მიტრალური სარქველის ნაკლოვანება ტრივიალური, ვლინდება წინა კარედის მსუბუქი პროლაბირება მარცხენა წინაგულში. ასწვრივი აორტა, აორტის რკალი და მუცლის აორტის ნორმა, აორტული ნაკლოვანება არ ვლინდება, მარჯვენა პარკუჭის ზომა და ფუნქცია ნორმა, ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება არ ვლინდება, წნევა ფილტვის არტერიაში მომატებული არ არის, პერიკარდიუმის ღრუ-ნორმა, პლევრის ღრუ-ნორმა. მაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე რამე საშიშია? ამასთანავე საკვერცხეზე მაქვს სქელკედლიანი კისტა, წნევები შეიძლება ამისგან იყოს გამოწვეული?
პასუხი:

ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ მოგაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია.
წინა შეტყობინებაში განვიხილეთ გულის კუნთის ჰიპერტროფია, რომელიც გულისხმობს მისი კედლის ან კედლების გასქელებას.
რასაც ახლა გვიგზავნით, ეს არის კარდიოლოგიური კვლევის დასკვნა, დიაგნოზის გარეშე.
იმისთვის რომ ამომწურავი პასუხი გაგცეთ, უნდა მობრძანდეთ კლინიკაში, მიმოწერის რეჟმში პაციენტისათვის დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშნვა არ ხდება !
მითუმეტეს, არ გვაქვს ნანახი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების პასუხები და მხოლოდ თქვენი მონათხრობის მიხედვით, არაეთიკური და არაპროფესიულია იმსჯელო პათოლოგიაზე.
რაც შეეხება საკვერცხის პოლიკისტოზს, მისი მკურნალობა გინეკოლოგის პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით.
ამ ეტაპზე პოლიკისტოზსა და ჰიპერტენზიას შორის კავშირს ვერ ვხედავთ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მობრძანდით ჩვენს კლინიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დისტანციურად და ელექტრონული მიმოწერით რეკომენდაციების მოცემას ვეღარ გავაგრძელებთ.

გამოაგზავნეთ შეკითხვა