მოგესალმებით,
სარძევე ჯირკვლის ფიბროზი ნაწიბურისმაგვარი წარმონაქმნია, ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები ოდესმე მაინც ჰქონია ქალების ნახევარზე მეტს, ასეთ დროს სიპტომები მძაფრდება მენსტრუაციის წინ. ესენი შეიძლება იყოს ტკივილი და დისკომფორტი ორივე ძუძუში. ტკივილი, წესისამებრ, მენსტრუაციასთან ერთად იწყება და გაივლის, თუმცა არ არის გამორიცხული, მთელი თვეც გაგრძელდეს. ქალი გრძნობს მკერდის სისავსეს, შეშუპებას, სიმძიმეს, სიმკვრივეს, დისკომფორტს. ფიბროზული კვანძი ზოგჯერ თითებით ისინჯება, ადვილად მოძრაობს, არ არის ჩაზრდილი ირგვლივ მდებარე ქსოვილებში.
სიმპტომები შესაძლოა დამძიმდეს მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლის ფონზე.
თქვენი ჩივილების ყველაზე ხშირი გამომწვევია ფიბროზული მასტოპათია, რაც მამოლოგიური კვლევებით უკვე დადასტურდა.
თუმცა, თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ კვლევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ სარძევე ჯირკვლის სკრინინგი, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !