ფსიქოლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ფსიქოლოგია


ჰალუცინაცია - ფსიქოლოგია

19 ივნისი 2019

კითხვა: გამარჯობა. ხშირად მაქვს სუნის ჰალუცინაციები, ფერები მერე, სიარულის დროს მგონია ტრასაზე ვწევარ და ვიძირები. მიქვეითდება აღქმის უნარი ყველაფერში, ასევე რეფლექსებიც. ხანდახან მგონია რაღაც მეცემა რაც ძალიან რეალისტურია სახეები მერევა და არის მომენტები როდესაც ვერ ვარჩევ მათ. მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს

იხილეთ პასუხი

მძიმე დეპრესია - ფსიქოლოგია

08 ივნისი 2019

კითხვა: გამარჯობა, დაახლოებით 7 თვის წინ, დამეწყო ძალიან მძიმე დეპრესია.ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ წინა წელს დავიწყე მუშაობა, სადაც თავს თავიდან ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ძალიან მძიმე პრობლემები. რაზეც თვალს ვხუჭავდი. ამის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა საბოლოოდ ისე მოხდა რომ ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი გავხდი და სამსახურის იძულებით დატოვება მომიწია. ამას თან ისიც დაერთო, რომ სამსახურში ადამიანი გამირიგეს, რომელიც ძალიან შემიყვარდა, შემდეგ ამ ადამიანმაც დამტოვა ისე ,რომ დღემდე არ ვიცი რის გამო. ძალიან გამიჭირდა ასეთ უსამართლობასთან შეგუება. თავიდან მეგონა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, როგორც კარიერულად ისე პირადულად. რამოდენიმე თვეში ეს ყველაფერი ჩამოინგრა. ერთიანად და ძალიან მძიმედ გავნადგურდი .უბრალოდ არ ვიმსახურებდი ასეთ მოპყრობას არცერთის მხრიდან როგორც მომექცნენ.მე მთელს ჩემს ენერგიას გულს და სულს ვდებდი ყველაფერში მათ კი გამანადგურეს. ამის შედეგად დამეწყო უმძიმესი პერიოდი იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სახლში გამოვიკეტე 7 შვიდი თვეა დაახლოებით, მეშინია ცხოვრ ების გაგრძელების. რაღაც ახლის დაწყების,თავს ვერ ვშველი. მგონია, რომ არავინ არ მყავს და სულ მარტო ვარ, უცნაური რამ დამჩემდა ამ ბოლო დროს, გარეთ გასვლის საშინელი შიში და დისკომფორტი მაქვს. მათ მოკვლასა და თავის მოკვკლაზეც კი მიფიქრია, საშინელ დღეში ჩამაგდეს, აბსოლიტურად დაუმსახურებლად. და ამ ყველაფერზე ამდენი ხნის შემდეგ, მაინც ვფიქრობ. ჩემს ტვინშია და ვდარდობ. შეიძლება ვიღაცას ველაპარაკებოდე და უცებ ტირილი მომინდეს, საერთოდ უმიზეზოდ, თავიდან საერთოდ არაფრის ჭამის სურვილი არ მქონდა და ძალიან დავიკელი. ვერც ვიძინებდი გულის აჩქარებების ფონზე. შემდეგ პირიქით სულ მეძინა, ბევრს ვჭამდი და გავსუქდი. ეხა ისევ ღამით უძილობები მაქვს, და მაგიჟებს დიდად ჭამის სურვილიც არ მაქვს მოკლედ არაფრის კეთების სურვილი არ მაქვს. ეს საზიზღარი ფიქრები და ის, რომ ასე საშინლად მომექცნენ დაუმსახურებლად არ ამომდის ტვინიდან. კიდევ მთლიან სიტუაციას ვერ გიწერთ აქ რა და როგორ გააკეთეს და როგორ გამწირეს, თორემ შეიძლება თქვენც კი ატირებულიყავით .მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან მჭირდება შველა . მიპასუხეთ გთხოვთ.

იხილეთ პასუხი

სტრესი - ფსიქოლოგია

28 მაისი 2019

კითხვა: გამარჯობა იქნებ მცირედი ან როგორც მოგესურვებათ ისე მითხარით ხშირ განცდას ნერვიულობას საქმეზე ფიქრის დროს და საქმეში მე ჯარშ ვარ მე-4 სმენაა რო არ შემეშალოს თან ცოტა დაძაბული ვარ წოდებით უფროს ხალხთან საქმიან ხალხთან სულ ფხიზლად ყოფნაა საჭირო სახელმწიფო დაცვაში ვარ და ააქციის ხალხი ხო არ იკრიბება უნდა შეამოწმო სულ ყურადღება მაკლია ცოტა და რას მეტყოდით რას მირჩევდით ან წამალს ან ექიმთან მისვლას მაგრამ მთლად ასე არ მგონია მქონდეს საქმე ასე ძაან მიჭირდეს უბრალოდ ასეთი ვარ გუშინ არამიშავდა მაგრამ მაინც შებოჭილი ვიყავი და ცოტა მეშლებოდა საყვედურიც რო ეთქვათ მოკლედ ასეა რა სახლშიც სოციალური ასპეკტით დაძაბული ვითარებააა ვერ შევცვლი რაც უნდდა ვთქვა მამაჩემიც ემოციურია და ნერვიული იმდენად ცუდად არ ვარ მაგრამ რამე მირჩიეთ წინასწარ მადლობა!!!

იხილეთ პასუხი

ფსიქიკური აშლილობა - ფსიქოლოგია

03 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა კითხვა მაქვს ფსიქიატრთან,ვინაიდან ჯერ ჯერობით ვერ ხერხდება უშუალოდ მასთან ვიზიტი გთხოვთ მიპასუხოთ, რას ნიშნავს როდესაც ადამიანი ამბობს უყურებს ადამიანებს და შეგრძნება აქვს თითქოს არ არსებობენ, ახლობელი ადამიანები ოჯახის წევრები ეუცხოვება, აღნიშნავს რომ ზოგჯერ საკუთარი სხეულის ნაწილები აშინებს ასევე აშინებს ადამიანები, მთელი დღე აქვს შფოთვის შეგრძნებები, საუბარია 26 წლის ქალზე, გთხოვთ აგვიხსნათ რა მდგომარეობაა და შესაძლებელია თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, საჭიროა თუ არა ფსიქოტროპული საშუალება.დიდი მადლობაა

იხილეთ პასუხი

ნევროზი - ფსიქოლოგია

28 თებერვალი 2019

კითხვა: გამარჯობა 6 თვეა დამეწყო ეს სიმპტომები და თუ დამეხმარებით მაწუხებს ხანდახან გული გადავიგე ეხოსკოპია შემდეგ დატვირთვის ტესტი მითხრეს არაფერი გჭირსო მაგრამ მაინც მგონია რო მტკივა და ვიღლები შემდეგ კუჭი მაწუხებდა გადავიღე ზონდირება და ექიმმა მითხრა არაფერი გჭირსო დამიდგინეს რო გაქვს ნერვოზიო მქონდა უმადობა ცუდი ძილი ხანდახან მიბუჟდება ხელი ან ფეხი თითებით მაქვს შიშები სახეზე ფერი არ მაქვს კარგი ადვილად ვიღლები რაღაცის გამოთვლების დროს ვღიზიანდები და მგონია რო თავში რაღაც ბჟუის ხანდახან მგონია რო გონება უნდა დავკარგო მაქვს გულის რევის შეგრძნება ხანდახან და სიკვდილის შიში ეხლა დამეწყო კიდე თითქოს კუჭში რაღაც ფეთქავს ან გიჭერს მაქვს და კიდე მევრი სიმპტომი......... გთხოვთ რამით დამეხმაროთ

იხილეთ პასუხი

ვიზიტი სპეციალისტთან - ფსიქოლოგია

28 იანვარი 2019

კითხვა: გამარჯობა ვარ 19 წლის ბიჭი ნაწლავური იმფექცია მქონდა და მკურნალობის მერე ისევ ძაან სუსტად ვარ ნერვიულიც ვარ და ვინერვიულე საკმაოდ პატარა რამეზე ვღიზიანდები ემოციურად ვლაპარაკობ ოღონდ სულ არა მომივლის ხოლმე უკვე ისევარ თან მეშინია გარეთ გასვლა რო გავდივარ ისედაც დასუსტებული ნერვებსაც ვყვები თითქოს რაღაც კიდე მჭირს ისეთი და უფრო მაცლის ენერგიას სხვისი ემოციური ლაპარაკმაც შეიძლება იმოქმედოს როგორ გამოვიყვანო ესეთი მდგომარეობიდან თავი და ნერვოზმა იცის თითქოს რო ვერ სუნთქაავ? გთხოვთ მითხარით რაიმე ტკბილი სიტყვა, რჩევა იქნებ დავმშვიდდე

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს