მოგესალმებით,
დიახ, შესაძლებელია თქვენს მიერ აღწერილი ყველა სიმპტომი კავშირში იყოს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან, რომელშიც, როგორც ვხედავთ, მუდმივად იმყოფებით.
აუცილებელია თქვენი ვიზიტი ფსიქო-ნევროლოგთან, რომლის კომპეტენციაა სათანადო მედიკამენტური თერაპიის დანიშვნა. დიდი ალბათობით თქვენი მდგომარეობა სწორ მკურნალობას დაექვემდებარება და თქვენი ცხოვრებაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგება.
რაც შეეხება გადატანილ ნაწლავურ ინფექციას, ცხადია, მას შეეძლო თქვენი ქრონიკული პრობლემების გააქტიურება გამოეწვია. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევები და რეკომენდაციები, რასაც მკურნალი ექიმი კლინიკიდან გამოწერისას მოგცემდათ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ადამიანს აქვს ძალიან დიდი შინაგანი რეზერვი საკუთარი განწყობების და ემოციური მდგომარეობის სამართავად. უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, იყავით მხნედ და გისურვებთ ჯანმრთელობას !
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის დაგეხმარებათ რეკომენდაციებით და საჭიროებისას პრაქტიკული საქმიანობით !