მოგესალმებით,
ჰალუცინაცია ეს არის მცდარი აღქმა, რომელიც ჩნდება ობიექტური გამღიზიანებლის არარსებობის პირობებში.
მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე დაყრდნობით, კონკრეტულ დიაგნოზზე ვერ ვისაუბრებთ. რადგან მსგავსი ჰალუცინაციების გამომწვევი შესაძლოა იყოს როგორც მწვავე აფექტური აშლილობა და შიზოფრენია, ისე დისოციაციური აშლილობა და ნარკოდამოკიდებულება.
ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. შეგიძლიათ, ამ მიზნით მომართოთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრთან მოგცემთ მიმართვას. ეს მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, გაქვთ თუ არა მძიმე მენტალური დარღვევა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/fsiqologia-/44
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!