მძიმე დეპრესია - ფსიქოლოგია

კითხვა: გამარჯობა, დაახლოებით 7 თვის წინ, დამეწყო ძალიან მძიმე დეპრესია.ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ წინა წელს დავიწყე მუშაობა, სადაც თავს თავიდან ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ძალიან მძიმე პრობლემები. რაზეც თვალს ვხუჭავდი. ამის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა საბოლოოდ ისე მოხდა რომ ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი გავხდი და სამსახურის იძულებით დატოვება მომიწია. ამას თან ისიც დაერთო, რომ სამსახურში ადამიანი გამირიგეს, რომელიც ძალიან შემიყვარდა, შემდეგ ამ ადამიანმაც დამტოვა ისე ,რომ დღემდე არ ვიცი რის გამო. ძალიან გამიჭირდა ასეთ უსამართლობასთან შეგუება. თავიდან მეგონა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, როგორც კარიერულად ისე პირადულად. რამოდენიმე თვეში ეს ყველაფერი ჩამოინგრა. ერთიანად და ძალიან მძიმედ გავნადგურდი .უბრალოდ არ ვიმსახურებდი ასეთ მოპყრობას არცერთის მხრიდან როგორც მომექცნენ.მე მთელს ჩემს ენერგიას გულს და სულს ვდებდი ყველაფერში მათ კი გამანადგურეს. ამის შედეგად დამეწყო უმძიმესი პერიოდი იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სახლში გამოვიკეტე 7 შვიდი თვეა დაახლოებით, მეშინია ცხოვრ ების გაგრძელების. რაღაც ახლის დაწყების,თავს ვერ ვშველი. მგონია, რომ არავინ არ მყავს და სულ მარტო ვარ, უცნაური რამ დამჩემდა ამ ბოლო დროს, გარეთ გასვლის საშინელი შიში და დისკომფორტი მაქვს. მათ მოკვლასა და თავის მოკვკლაზეც კი მიფიქრია, საშინელ დღეში ჩამაგდეს, აბსოლიტურად დაუმსახურებლად. და ამ ყველაფერზე ამდენი ხნის შემდეგ, მაინც ვფიქრობ. ჩემს ტვინშია და ვდარდობ. შეიძლება ვიღაცას ველაპარაკებოდე და უცებ ტირილი მომინდეს, საერთოდ უმიზეზოდ, თავიდან საერთოდ არაფრის ჭამის სურვილი არ მქონდა და ძალიან დავიკელი. ვერც ვიძინებდი გულის აჩქარებების ფონზე. შემდეგ პირიქით სულ მეძინა, ბევრს ვჭამდი და გავსუქდი. ეხა ისევ ღამით უძილობები მაქვს, და მაგიჟებს დიდად ჭამის სურვილიც არ მაქვს მოკლედ არაფრის კეთების სურვილი არ მაქვს. ეს საზიზღარი ფიქრები და ის, რომ ასე საშინლად მომექცნენ დაუმსახურებლად არ ამომდის ტვინიდან. კიდევ მთლიან სიტუაციას ვერ გიწერთ აქ რა და როგორ გააკეთეს და როგორ გამწირეს, თორემ შეიძლება თქვენც კი ატირებულიყავით .მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან მჭირდება შველა . მიპასუხეთ გთხოვთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, თქვენი ჩივილის გამომწვევია შფოთვითი აშლილობა.
ზოგადად, შფოთვა ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის დარღვევის სუბიექტური ასახვაა და ის რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს.
ნუ ჩაუღრმავდებით და ეცადეთ ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლდეთ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ. ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ, თუმცა ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი!
მთელი ცხოვრება წინ გაქვთ! მართალია, ძნელია საყვარელ ადამიანთან დაშორება, მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, იმოქმედეთ და იფიქრეთ ცივი გონებით.
ნუ დაუთმობთ ისეთ ადამიანებს ყურადღებას, რომლებსაც თავად თქვენ არ აინტერესებთ.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი გთრგუნავთ, მოვლენას შეხედეთ მეორე მხრიდან – თქვენ გათავისუფლდით უღირსი ადამიანების მარწუხებიდან და ეს პირიქით,უნდა გიხაროდეთ. ეს მაშინ მოხდებოდა თუ შემდეგ,მაინც მოხდებოდა და კარგია თუ დროულად მოხდა, იმიტომ რომ წინ კიდევ მთელი ცხოვრება გაქვთ.
ახლა უკვე დროა თავიდან დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება!
თვითმკვლეობა არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, ამით ვერ გამოასწორებთ მდგომარეობას, ამით მხოლოდ დიდ ტკივილს მიაყენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. ამიტომ, ნუ გადაუსვამთ ხაზს საკუთარ თავს და აკვიატებული ფიქრები თავიდან ამოიგდეთ!
თუ ამ ყველაფერს დამოუკუდებლად შეძლებთ, კარგი იქნება. თუ არა და, გირჩევთ, მიმართოთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. ამ ეტაპზე, აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა