კითხვა: გამარჯობა,10 წლის გოგონა ხშირად იტკიებს ყურს,დამყავს ექიმებში,მკურნალობა დროებითია,მინდა გადავუღო ყურის მხარე და თუ არის შესაძლებელი
პასუხი:
მოგესალმებით,
თუ დაგვიზუსტებთ, რა დიაგნოზით მკურნალობთ ბავშვს, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ზოგადად, ყურის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ ყურის პრობლემა, ისე – ზემო სასუნთქი გზების ინფექციები. მკურნალობის გარეშე კი, შესაძლოა მან გამოიწვიოს ევსტაქის, ანუ ცხვირ–ხახა–ყურის დამაკავშირებელი მილის ანთება, შეშუპება და აერაციის დაქვეითება ყურში. რაც შემდგომში გადადის შუა ყურის მწვავე ანთებაში.
უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !