წელის ტკივილი მოზარდებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა მე მყავს 12 წლის ბიჭი.იტკიებს წელს.რომ დაიხრება ან რამეს ასწევს.ჩანთაც რომ აქვს აკიდებული ბეჭებიც მტკივაო.რომ ცოტა მეტს გაივლის ფეხები მტკივაო.გამხდარი ბავშვია.რა გავაკეთო ვის მივმართო ან რა კვლევა არის საჭირო.
პასუხი:

მოგესალმებით,
ხერხემლის პათოლოგია, რომელიც 11-დან 18 წლამდე იჩენს თავს, მოზარდთა სკოლიოზად იხსენიება.
სკოლიოზი კი, ხერხემლის სვეტის გამრუდებაა და იგი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით. ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს. სკოლიოზმა შეიძლება, გამოიწვიოს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება;
  • ასიმეტრიის ზრდა;
  • ოსტეოქონდროზი;
  • დისკოს თიაქარი;
  • კუზის განვითარება.

გირჩევთ, ბავშვს ჩაუტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკას, სადაც შემოგთავაზებთ აღნიშნულ კვლევას ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias/15961

კვლევის შემდეგ, კლინიკიდან მიიღებთ მრტ კვლევის სურათს (დისკთან ერთად) და დასკვნას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ნევროლოგთან კონსულტაცია ვერ ჩაუტარდება.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა