მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზიასთან დაკავშირებით.
ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია (განუვითარებლობა) არის დეფორმაცია, რომელიც გამოწვეულია მენჯ–ბარძაყის სახსრისა და მისი შემაერთბელქსოვილოვანი ელემენტების განუვითარებლობით.
საქართველოში ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა არცთუ ისე იშვიათია. მენჯის თავისებურების გამო ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა გოგონებს შორის 5-7-ჯერ უფრო ხშირია.
ზოგადად, სასურველია თავი აარიდოთ დატვირთვას, რადგან შესაძლოა გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.
უმჯობესია, ამასთან დაკავშირებით ესაუბროთ ორთოპედს და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, მისგან მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, ან მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!