კითხვა: გამარჯობთ,ერთი წლის ბავშვს თავზე ორ ადგილზე აქვს ცხიმგროვა რომლებიც ზომით პატარები არიან,ერთი მოძრავია, მეორე კი არა.მაინტერესებს საშიშია თუ არა და ვის მივმართო?საჭიროა თუ არა რომ მივმართო ქირურგს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხიმგროვა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშობა და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმების ცვლის რეგულირების მოშლასთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ცხიმგროვა საფრთხეს არ ქმნის, თუ ზომაში არ იზრდება.
პრევენციის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ქირურგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა