მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მსგავს შეკითხვაზე. მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
მთელი ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების კანკალს, როგორც მედიკოსები ვეძახით, ტრემორი ჰქვია.
მიზეზის გარეშე განვითარებული ტრემორი შესაძლოა მოძრაობის ყველაზე გავრცელებულ დარღვევას წარმოადგენდეს.
ასევე, შესაძლებელია მღელვარების ან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით მიმდინარე დაავადებების შედეგი იყოს.
დასაზუსტებელია, ე.წ. კანკალთან ერთად, ხომ არ აწუხებს ბავშვს სახსრების ტკივილი სიარულის ან გადაღლის შემდეგ.
დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას, ვინაიდან შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს ეპილეფსია.
როგორც მოგვითხრობთ, ბავშვმა ჩაიტარა ენდოკრინოლოგიური კვლევები და ამ სპეციალობის პათოლოგია გამოირიცხა. ამიტომ გირჩევთ, ბავშვი მიიყვანოთ ნევროლოგთან.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!