კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ვის მივმართო და სავარაუდოთ რისი ბრალი შეიძლებ იყოს 14 წლის გოგონას მუდმივი ტკივილი კუჭის არეში?ზოგადად ბავშვი უჭმელია.როდესაც რამეს შეჭამს ან შია ტკივილი მაინც აქვს.აქვს გებინების შეგრძნება ხშირად.როგორ მოვიქცე,გთხოვთ მირჩიეთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ბავშვებში მუცლის ტკივილის მიზეზი მრავალია, მიზეზის დადგენა კი აუცილებელი. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა დაკვირვება ბავშვზე და მისი ნაამბობი ტკივილის ხასიათის, სიძლიერის, ხანგრძლივობის, პერიოდულობის და ლოკალიზაციის შესახებ. აუცილებელია დადგენა, ახლავს თუ არა ტემპერატურა, პირღებინება და სხვა.
ეს ცნობები გაგვიადვილებს დიაგნიზის დასმას. ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვთა ასაკში არის ჭიებით ინვაზია (ორგანიზმის დასნებოვნება), რომელიც შეიძლება მრავალფეროვანი კლინიკური სურათით მიმდინარეობდეს. ნაწლავთა ჭიების დროს ტკივილი აღინიშნება ჭიპის ირგვლივ, უპირატესად უზმოზე ვითარდება და ყუჩდება საკვების მიღების შემდეგ. ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის დროს უნდა გავხსოვდეს სიმულაციური შემთხვევებიც. აღსანიშნავია აგრეთვე მუცლის არეში ფუნქციური ხასიათის ტკივილი, რომელიც განპირობებულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, ემოციური დაძაბვით და სხვა, რომელთა დადგენა და სხვა სახის ტკივილებისგან განსხვავება მხოლოდ ექიმს შეუძლია.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლიდან ასაკის პაციენტებს, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში გასტროენტეროლოგს.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა