კითხვა: გამარჯობა.მყავს 1.5 წლის ბავშვი.მოულოდნელად,ყოველგვარი სიმპტომების გარეშე,რამდენჯერმე აუწია ტემპერატურამ,რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,
რთულია დაზუსტებით გიპასუხოთ, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ცხელება, თუმცა ბავშვის მაღალი ტემპერატურა არ არის ყოველთვის იმის მაჩვენებელი, რომ ბავშვს ესაჭიროება მკურნალობა და/ან სიცხის შემოწმება.
მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ როგორ გამოიყურება და იქცევა ბავშვი. ჩვეულებრივ, სიცხეს ახლავს გარკვეული სიმპტომები. ზოგიერთი სიმპტომი უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ.
აღნიშული პრობლემით პირველ რიგში უნდა მიმართოთ პედიატრს, რომელიც შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!