კითხვა: გამარჯობა გუშინ ფეხზე დამეცა რკინის მილი საკმაოდ ძლიერად ეგრევე ცივი წყლით და ქაფურის სპირტით დავიმუშავე ძალიან მტკიოდა ფეხს საერთოდ ვერ ვადგამდი მთელი დღე მაგრამ თითებს და კოჭს უპრობლემოდ ვამოძრავებდი მაგის გამო არ ჩავთვალე მოტეხილობა თან გარეგნულადაც მაქსიმალურად შევამოწმე ტერფი და კოჭიც წოლის დროსაც მტკიოდა მაგრამ დღეს შედარებით უკეთ ვარ თითებსაც და კოჭსაც უმნიშვნელო ტკივილით ვამოძრავებ ჩვეულებრივ არაზეწოლილ მდგომარეობაში საერთოდ არ მტკივა მაგრამ დადგმის დროს მაინც დამრჩა ტკივილი შედარებით ნაკლები გუშინდელთან და რას მირჩევთ დავაცადო ერთი დღეც ? მგონი საგანგაშო არუნდა იყოს მაგრამ ეხოსკოპიას მაინც ვფიქრობ ყოველი შემთხვევისთვის
პასუხი:
მოგესალმებით,
სჯობს ცოტა ხანი მოსვენებულ მდგომარეობაში ამყოფოთ ფეხი,მირტყმულ ადგილზე კი დაიდოთ ცივი.
ნუ ინერვიულებთ, იმედია ცოტა ხნის შემდეგ თავისით გაივლის .
მაგრამ, თუ ძლიერად მიარტყით და ტკვილმა არ გაგიარათ ან შეგიშუპდათ, აღგენიშნებათ სისხლჩაქცევა, მაშინ აჯობებს მიმართოთ კლინიკას, გადაიღოთ რენტგენი და გაგსინჯოთ ტრავმატოლოგმა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმთელობას !