ჰისტერექტომია

კითხვა: ერთი თვის წინ გავიკეთე ოპერაცია ამოვიღე საშვილოსნო, ორი კვირის მერე დამეწყო წელის ტკივილი ძალიან მიჭირს გვერდზე გადაბრუნება და სკამიდან ადგომა გთხოვთ მიპასუხეთ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას აქვს თავისი ჩვენება ,უკუჩვენება და თანმხლებირისკები , რაზეც უპრიანია საუბრობდეს მკურნალი ექიმი .ვფიქრობთ,რომ თქვენს შემთხვევაშიც ასე იქნებოდა .აქედან გამომდინარე ,აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი,ვინაიდან აღნიშნულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ მისი პრეროგატივაა.
დაუკავშირდით, ან მიბრძანდით მასთან კონსულტაციაზე, ნუ გადადებთ ვიზიტს, საჭიროა შემოწმდეს უშუალოდ ოპერატორისაგან, ყველა პოსტოპერაციული და პოსტინვაზიური უბანი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა